GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

"ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე..."

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

GAU აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრში დიზაინერის პოზიციაზე. 

სამუშაო გრაფიკი:

  • ნახევარი განაკვეთი (დრო შეთანხმებით)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოვალეობები მენეჯერის ხელმძღვანელობით:

  • გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა;
  • სარეკლამო მასალების დიზაინის შემუშავება, შემოქმედებითი და ტექნიკური მხარის შესრულება;
  • ფაილების სრულყოფილად მომზადება ბეჭდვისთვის;
  • პოლიგრაფიულ კომპანიებთან ურთიერთობა და ბეჭდვის პროცესის მეთვალყურეობა.
  • სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
     

დამატებითი უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • შემოქმედებითი მიდგომა, კონცეფციის გააზრებით;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.


კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

  • შერჩევა CV-ის და პორტფოლიოს (ნამუშევრების ნიმუშების) საფუძველზე;
  • გასაუბრება.

მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ საჭირო დოკუმენტები შემდეგ მისამართზე: nanuka.kobakhidze@gau.ge
პოზიცია მიუთითეთ სათაურში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი.

საკონტაქტო ტელ: 591 90 04 04 ნანუკა კობახიძე