GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

"ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე..."

პროფესორები და ლექტორები

თამარ კიკნაძეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის დიპლომატიური აკადემის დოქტორანტურაში, ინგლისის ლონდონ-პარკის სკოლაში, თბილისის მენეჯერთა სკოლაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტიში, 1988 წელს გაიარა სტაჟირება უნგრეთში, ქ. ავსტრიაში - ეკონომიკური განათლების სკოლაში, 2000-2001 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები...

ინფორმაცია შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

2018-2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველმა სტუდენტებმა 2018 წლის 3 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ განცხადება  და თანდართული დოკუმენტაცია (თბილისი, მ. ალექსიძის #10, მესამე სართული, ადმინისტრაციული მომსახურებისა და საქმის წარმოების სამსახურის უფროსი - ეკატერინე ბარბაქაძე).

საბუთები მიიღება 11.00 საათიდან 18.00 საათამდე სამუშაო დღეებში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
  • შესაბამისად დამოწმებული სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი).