GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს „ქართული კვების კომპანია“

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვთვლი ინგლისური ენის ლექციებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი დიდ ცოდნას იღებს სამართლის ინგლისური ტერმინოლოგიის და სხვადასხვა დასავლური ქვეყნების სამართლის სისტემის შესახებ. მიმაჩნია, რომ მიღებული ცოდნით შევძლებ განვახორციელო...

პროფესორები და ლექტორები

მარინე კვაჭაძეს აქვს იურისტად და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 25 წლის სამუშაო სტაჟი. 1983-1988 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მ. კვაჭაძე იყო...

ღია კონკურსი ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში

ცხადდება  ღია კონკურსი შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში (ფაკულტეტზე) ქვემოდ ჩამოთვლილი მიმართულებების და სპეციალობის მიხედვითსამი წლის ვადით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

მიმართულება ინჟინერია, სპეციალობა მშნებელობა:

ორი ასოცირებული პროფესორი;

მიმართულება - სოციალური მეცნიერებები, სპეციალობა ეკონომიკა:

ერთი ასოცირებული პროფესორი;

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების  თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 8 მაისიდან 17 მაისამდე  10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #10.

კონკურსი ჩატარდება 18 მაისს. 

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 19 მაისს.