GAU-ს კურსდამთავრებულები

საინვესტიციო ბანკი "ბი ჯი კაპიტალი"

"რადგან GAU-მ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულა ჩემთვის და რადგან რთულია მოწყდე გარემოს, სადაც ასე გაიზარდე, გაატარე ყველაზე ხალისიანი სტუდენტური წლები და შეიძინე შენთვის ძვირფასი ადამიანები, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგაც სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად კვლავ გაუს მივმართე..."

პროფესორები და ლექტორები

სალომე ფრუიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში - სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში (იურისტი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

ახალი პროექტის - „CERTUS“

პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვით ცენტრის ახალი პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში.

როგორც უკვე იცით,  პროექტი „CERTUS“-ი, ერთი მხრივ, ორგანიზაციების (კერძო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლები და ა. შ.) მოთხოვნებისა და, მეორე მხრივ, ამ სექტორში საქმიანობისა თუ სწავლის გაგრძელების მსურველთა საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა და ითვალისწინებს კანდიდატთა შერჩევისა თუ კომპეტენციების დადასტურების სრული, კომპლექსური და მეთოდოლოგიურად გამართული სერვისის დანერგვასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას.

პროექტი სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვისაც მნიშვნელოვანია -"CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატის მფლობელებს ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულება აღარ ექნებათ შემდეგი უმაღლესი სასწავლებლების: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად.

იმისათვის, რომ პროექტის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს  სტუდენტებისათვის, მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის პოტენციური კანდიდატებისათვის, გთავაზობთ თქვენს საინფორმაციო სივრცეებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების სანაცვლოდ (ინტრანეტი, საინფორმაციო სისტემა, შიდა გვერდები, სოციალური ქსელი და ა. შ.) ცენტრის FACEBOOK გვერდზე ერთი საგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაციის განთავსებას/გაზიარებას ან ასეთივე ხასიათის ერთი SMS-ის გაგზავნას აბიტურიენტთათვის. 

განსათავსებელი ინფორმაცია: მაგისტრანტობისა და დოქტორანტების კანდიდატებს შეუძლიათ უცხოური ენის გამოცდის ჩაბარების ნაცვლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში გაცემული ენის სერტიფიკატი წარმოადგინონ. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

http://naec.ge

https://online1.naec.ge/certus

ველოდებით თქვენს გამოხმაურებას.