GAU-ს კურსდამთავრებულები

შ.პ.ს „ავიატორ“

მოხარული ვარ, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ დეტალებს რაც ძალიან დავაფასე GAU-ში სწავლების ოთხი წლის მანძილზე: ლექტორების პროფესიონალიზმი, ისინი ყოველთვის...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ბოძაშვილს წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორც საქართველოს საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში - ეუთო, გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო...

ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) 2018 წლის

სტუდენტური ჩემპიონატი

ინტელექტუალურ თამაშში

რასადროდის?”

GAU-ს სტუდენტური ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (შემდგომში ჩემპიონატი) მიზნად ისახავს:

  • GAU-ს ჩემპიონატის გამარჯვებულისა და პრიზიორების გამოვლენას ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია).პრიზები:

I - ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 600 ლარიანი ფულადი პრიზი კომპანია ნიუფარმასგან და გამარჯვებულის დიპლომები.
II - ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი Mix Time-სგან - მეორე ადგილზე გასულის გუნდის თითოელ წევრს.
III - 125 ლარიანი ვაუჩერი Galleria Italiana-ში Swoop.ge-სგან მესამე ადგილზე გასულ გუნდს.

 ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?

 

  • საქართველოს 24-ე ჩემპიონატისთვის მონაწილე გუნდის შერჩევას.

ჩემპიონატს ატარებს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც ერთობლივად აყალიბებენ საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?” და GAU-ს ადმინისტრაცია;

გუნდების განაცხადის გაფორმება და საერთო პირობები

  • ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ GAU-ს სტუდენტებს.
  • თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა უდრის 6-ს, ხოლო მინიმალური რაოდენობა 4-ს. გამონაკლისი არ დაიშვება.
  • ჩემპიონატზე ერთ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მხოლოდ ერთ გუნდში. ჩემპიონატის განმავლობაში გუნდიდან გუნდში გადასვლა დაუშვებელია;
  • ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდის განაცხადი საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნას ტურნირის დაწყებამდე ერთი საათით ადრე;

 

ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები

√  ჩემპიონატში დასმული იქნება 36 შეკითხვა (სამი 12 კითხვიანი ტური);

  ყველა მონაწილე პასუხს გასცემს 36-ვე შეკითხვას. ქულების ათვლა იწყება ნულიდან;

  გუნდი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველაზე მეტ შეკითხვას, ცხადდება ტურნირის გამარჯვებულად;

√  თუ გამარჯვებულია ორი ან მეტი გუნდი, მათ შორის გაიმართება სუპერფინალი, რომლის პირობებიც გამოცხადდება სუპერფინალის დაწყების წინ.

 

რეგისტრაცია გრძელდება 10 მაისამდე (ხუთშაბათი).

თამაში შედგება 12 მაისს 15:00 სთ-ზე, 204-ე აუდიტორიაში.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/H2Ru4t

საკონტაქტო ინფორმაცია:

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ GAU-ს პროექტების კოორდინატორს: 593283244

 

გაეცანით თამაშის წესებს: 

თამაშის რასადროდის? (სპორტული ვერსია) წესები


 

1) ყველა გუნდი თამაშობს ერთდროულად და ერთიდაიმავე დარბაზში. ყველა გუნდი განლაგებულია საკუთარ მაგიდასთან, ხოლო თამაშს უძღვება წამყვანი.

2) გუნდის ამოცანაა – გასცეს სწორი პასუხი წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს. თითოეული სწორი პასუხისათვის გუნდს ერიცხება ერთი ქულა.

3) პასუხები იწერება სპეციალურ ფურცლებზე, რომლებიც ტურნირის დაწყებამდე ურიგდებათ მონაწილე გუნდებს.

4) წამყვანი აცხადებს შეკითხვის ნომერს (მაგალითად, “შეკითხვა #1”, “შეკითხვა #2” და ა.შ.), სვამს შეკითხვას და წარმოთქვამს სიტვას “დრო”. ამის შემდეგ იწყება დროის ათვლა, რომელიც უდრის ზუსტად 1 წუთს. 

5) დროის გასრულებამდე 10 წამით ადრე წამყვანი აფრთხილებს გუნდებს ამის შესახებ და მოუწოდებს მათ დაწერონ თავიანთი პასუხები. 1 წუთის გასვლის შემდეგ, წამყვანი ხელმეორედ წარმოთქვამს სიტყვას “დრო” და აძლევს განკარგულებას თავის ასისტენტებს, რომ აიკრიფოს გუნდების პასუხები.

6) ის გუნდი, რომელიც დროის ამოწურვის მომენტიდან 10 წამის განმავლობაში არ ჩააბარებს პასუხს, ჯარიმდება და მოცემულ შეკითხვაზე მას ავტომატურად ეწერება 0 (ნული) სწორი პასუხი.

7) მას შემდეგ, რაც გუნდებმა ჩააბარეს ფურცლები თავიანთი პასუხებით, წამყვანი კითხულობს სწორ პასუხს და გადადის შემდეგ შეკითხვაზე.

8) ტურის შედეგები ცხადება ტურის დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ, რის შემდეგაც ჯამდება საბოლოო ოქმი.

ქულების დარიცხვის წესი

1) ყოველ გუნდს ერთი სწორი პასუხისათვის ერიცხება ერთი ქულა;

2) ტურნირის დასრულების შემდეგ, დგება ჩემპიონატის ცხრილი, რომელშიც გუნდები დალაგდებიან დაგროვილი ქულების მიხედვით;

3) თუ ორი ან მეტი გუნდი მოაგროვებს ქულების თანაბარ რაოდენობას, მაშინ ისინი იყოფენ დაკავებულ ადგილებს და მოპოვებულ პრიზებს;

4) პუნქტი 3) არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როცა პირველ ადგილს იყოფს 2 ან მეტი გუნდი. ამ შემთხვევაში ჩემპიონი ვლინდება სუპერფინალში;

პასუხის შეფასების კრიტერიუმები

1) ჩემპიონატზე უკლებლივ ყველა პასუხი გაიცემა წერილობით.

2) პასუხი ითვლება სწორედ, თუ:

    * თუ პასუხობს შეკითხვის არსს კონკრეტიზაციის მაღალი ხარისხით (კონკრეტიზაციის ხარისხს ადგენს ტურნირის წამყვანი);

    * პასუხის ფორმა შეესაბამება შეკითხვის ფორმას.

1) პასუხი ითვლება მცდარად, თუ:

    * თუ გუნდმა გასცა პასუხის ორი ან მეტი ვარიანტი;

    * პასუხს აკლია კონკრეტიზაცია (პასუხი ძალზე ზოგადია);

    * პასუხში დაშვებულია ფაქტიური შეცდომები (არასწორადაა მითითებული სახელები და გვარები, თარიღები და სხვ.);

    * პასუხის ფორმა არ შეესაბამება შეკითხვის ფორმას.

2) წამყვანს აქვს უფლება ჩაუთვალოს გუნდს განსხვავებული პასუხი თუ სამდივნოსთან თათბირის შემდეგ აღმოჩნდება, რომ გუნდის მიერ მოცემული პასუხიც შეესაბამება შეკითხვის მოთხოვნებს (ანუ შეკითხვა დუალურია და გულისხმობს ორ თანაბრად სწორ პასუხს). 

2) 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში დაიშვება GAU-ს სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებული.

10. დისციპლინარული სასჯელი

1) მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა, რომლითაც გუნდს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ტურნირში უდრის 4-ს;

2) ტურის დაწყების მომენტისათვის ადგილზე 3 ან ნაკლები მოთამაშის ყოლის შემთხვევაში გუნდი თამაშზე არ დაიშვება და მას ეთვლება 0 ქულა;

3) წამყვანის, სეკუნდანტების, სამდივნოს, მაყურებლის ან სხვა გუნდების წევრების მიმართ უცენზურო ქმედების შემთხვევაში მოცემული მოთამაშე იხსნება ტურნირიდან, ხოლო გუნდი ჯარიმდება და მას ეწერება -5 ქულა.

აპელაციის მიღება

1) გუნდის კაპიტანს აქვს უფლება ტურის შედეგების გამოცხადებიდან 10 წუთის განმავლობაში შეიტანოს შევსებული აპელაციის ფორმა ჩემპიონატის ორგკომიტეტში;

2) შევსებულ აპელაციის ფორმას თან უნდა ერთვოდეს საგარანტიო შესატანი 10 ლარის ოდენობით;

3აპელაციები მიიღება დუალური პასუხის ჩათვლაზე ან კითხვის მოხსნაზე;

4) ტურნირის სააპელაციო ჟიური ღებულობს გადაწყვეტილებებს აპელაციებთან დაკავშირებით. სააპელაციო ჟიურის შემადგენლობა გამოცხადდება ტურნირის დაწყებამდე;

5) თუ გუნდის მიერ შემოტანილი აპელაცია მომჩივანი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა, მაშინ შემოტანილი საგარანტიო თანხა უბრუნდება უკან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადის ჩემპიონატის ფონდში.

10. დისციპლინარული სასჯელი

1) მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა, რომლითაც გუნდს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ტურნირში უდრის 4-ს;

2) ტურის დაწყების მომენტისათვის ადგილზე 3 ან ნაკლები მოთამაშის ყოლის შემთხვევაში გუნდი თამაშზე არ დაიშვება და მას ეთვლება 0 ქულა;

3) წამყვანის, სეკუნდანტების, სამდივნოს, მაყურებლის ან სხვა გუნდების წევრების მიმართ უცენზურო ქმედების შემთხვევაში მოცემული მოთამაშე იხსნება ტურნირიდან, ხოლო გუნდი ჯარიმდება და მას ეწერება -5 ქულა.

11აპელაციის მიღება

1) გუნდის კაპიტანს აქვს უფლება ტურის შედეგების გამოცხადებიდან 10 წუთის განმავლობაში შეიტანოს შევსებული აპელაციის ფორმა ჩემპიონატის ორგკომიტეტში;

2) შევსებულ აპელაციის ფორმას თან უნდა ერთვოდეს საგარანტიო შესატანი 10 ლარის ოდენობით;

3აპელაციები მიიღება დუალური პასუხის ჩათვლაზე ან კითხვის მოხსნაზე;

4) ტურნირის სააპელაციო ჟიური ღებულობს გადაწყვეტილებებს აპელაციებთან დაკავშირებით. სააპელაციო ჟიურის შემადგენლობა გამოცხადდება ტურნირის დაწყებამდე;

5) თუ გუნდის მიერ შემოტანილი აპელაცია მომჩივანი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა, მაშინ შემოტანილი საგარანტიო თანხა უბრუნდება უკან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადის ჩემპიონატის ფონდში.