GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

პროფესორები და ლექტორები

დინა არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში...

ინფორმაცია პირველკურსელთა რეგისტრაციის შესახებ

ახალ GAUელებს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და GAU-ში მოხვედრას!

დადგა დრო, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და სწავლის დაწყებამდე ოფიციალურ პროცედურებთან ერთად, სასიამოვნო შეხვედრა დავგეგმოთ.

14 სექტემბერს, ოთხშაბათს, 13:30 საათზე შემოგვიერთდით GAU-ში!

დაგხვდებით GAU-ს ბაღში, სადაც GAU ბენდის ცოცხალი მუსიკა და GAU-ს პრეზიდენტის მისალმება გელით. შემდეგ კი ჩვენი სტუდენტური ელჩები მიგაცილებენ თქვენი სკოლის დეკანთან და იქვე გაივლით რეგისტრაციას.

გადმოგეცემათ დოკუმენტების პაკეტი:

  • განაცხადის ფორმა
  • ID ფორმა
  • ხელშეკრულება (2 ეგზემპლარი)
  • ცხრილი 2015-2016 სასწავლო წლისათვის
  • ინვოისი

თქვენ კი თან უნდა გქონდეთ საბუთები:

  • საშუალო სკოლის ატესტატი (დედანი)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • 4 ფოტოსურათი (3X4)
  • ფოტოსურათი (3X4) ელ. ვერსია დისკზე
  • ბიჭებს სამხედრო მოწმობის ასლი

მშობელთა საორიენტაციო შეხვედრები შედგება შემდეგი განრიგით:

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა - 12 სექტემბერი, 19:00 საათი, აუდიტორია 200
  • ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა - 14 სექტემბერი, 19:00 საათი, აუდიტორია 200
  • ბიზნესის სკოლა - 15 სექტემბერი, 19:00 საათი, აუდიტორია 204
  • სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა - 16 სექტემბერი, 19:00 საათი, აუდიტორია 105

მშობელთა შეკითხვებს GAU-ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი, პირველი ვიცე პრეზიდენტი, ნინო ტორონჯაძე და დეკანები უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) სწავლა იწყება ორშაბათს, 19 სექტემბერს.

ნაყოფიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ ყველას! 

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!