GAU-ს კურსდამთავრებულები

ჩილაუთ გრუპი

არ შემიძლია არ აღვნიშნო, GAU-ს სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესაა თითოეული თემის პრაქტიკული სწავლება სხვადასხვა მეთოდით. ეს იქნება თამაშები, პროექტები, წარმატებული კომპანიების ბიზნეს შემთხვევები...

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

პირველკურსელთა გაცნობის დღე - რეგისტრაცია

ახალ GAUელებს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და GAU-ში მოხვედრას!

15 სექტემბერს, პარასკევს, 14:00 საათზე შემოგვიერთდით GAU-ში!

დაგხვდებით GAU-ს ბაღში, სადაც GAU ბენდის ცოცხალი მუსიკა და GAU-ს პრეზიდენტის მისალმება გელით. შემდეგ კი ჩვენი სტუდენტური ელჩები მიგაცილებენ თქვენი სკოლის დეკანთან და იქვე გაივლით რეგისტრაციას.

გადმოგეცემათ დოკუმენტების პაკეტი:

განაცხადის ფორმა

  • ID ფორმა
  • ხელშეკრულება (2 ეგზემპლარი)
  • ცხრილი 2017-2018 სასწავლო წლისათვის
  • ინვოისი

თქვენ კი თან უნდა გქონდეთ საბუთები:

  • საშუალო სკოლის ატესტატი (დედანი)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • 4 ფოტოსურათი (3X4)
  • ფოტოსურათი (3X4) ელ. ვერსია დისკზე
  • ბიჭებს სამხედრო მოწმობის ასლი.

მშობელთა საორიენტაციო შეხვედრა 25-დან 29 სექტემბრის ფარგლებში გაიმართება, ზუსტ თარიღს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.