GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში...

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლაში

21.12.2016  შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლაში (ფაკულტეტზე)  ქვემოდ მოცემული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

                               

  • ფიზიოლოგიის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
  • მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • ბიოქიმიის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • ბიოფიზიკის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • სამედიცინო ინფორმატიკის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • პათოლოგიის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • ფარმაკოლოგიის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • ბიოეთიკის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • შინაგანი მედიცინის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ქირურგიის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
  • საოჯახო მედიცინის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • კლინიკური უნარ-ჩვევების მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი;
  • ბიო-სამედიცინო კვლევის მეთოდოლოგიის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული  პროფესორი; 

პირი პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა უვადოდ, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  უნდა წარმოადგინოს:

  •  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების  

თაობაზე;

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 23 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #8.

კონკურსი ჩატარდება 3 თებერვალს. 

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 4 თებერვალს.