GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საკრებულო

2008 წელს პოლონეთში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ვმონაწილეობდი სამ თანაკურსელთან ერთად GAU-ს დაფინანსებით, რამაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ამავე წელს გავიარე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის...

პროფესორები და ლექტორები

ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში...

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კონკურსი #ცისაფერს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კონკურსი #ცისაფერს

კონკურსის აღწერა:

ბლოგების კონკურსი სახელწოდებით #ცისაფერს განკუთვნილია 15-21 წლის ახალგზარდებისთვის. სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 1-3 გვერდიანი ბლოგი, რომელშიც გადმოსცემენ საკუთარ გულწრფელ დამოკიდებულებას ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების მიმართ. ეს იქნება ახალგაზრდების თვალით დანახული ქართველი კლასიკოსის, მისი ბიოგრაფიისა და პოეზიის ამსახველი წერილები, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების გავლენა ახალი თაობის ცნობიერებაზე და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ცხოვრებაში. ბლოგებს განიხილავს სპეციალური კომისია. საუკეთესო მონაწილეებისთვის გაიმართება დასკვნითი ღონისძიება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში GAUდასის მონაწილეობით. ყველა კონკურსანტს გადაეცამა სერტიფიკატი. საუკეთესო მონაწილე კი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტებს;

დასკვნითი ღონისძიებისთარიღი:

  • 1 ოქტომბერი

საკონკურსო პირობები:

  • საკონკურსო ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას
  • საკონკურსო ბლოგების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 28 სექტემბერი

 შეფასების კრიტერიუმები:

  • საკითხის ორიგინალური გააზრება
  • წერის კულტურა
  • პირადი გულწრფელი დამოკიდებულება ავტორის/შემოქმედების მიმართ

 

საკონკურსო ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: Nanuka.kobakhidze@gau.ge 

საკონტაქტო პირი: ნანუკა კობახიძე + 995 591 900 404