• ბიბლიოთეკა გაუ-ს ბიბლიოთეკის ფონდი დაკომპლექტებულია უახლესი ლიტერატურით

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მადლობელი ვარ, რომ GAU-მ მომცა მაღალი ხარისხის განათლება და კარიერაში სწორი მიმართულება. სწორედ GAU-ში სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. GAU-ს დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა...

პროფესორები და ლექტორები

მირიანი 2004 წლიდან მუშაობს სარეკლამო სფეროში, კერძოდ: ბეჭდვითი დიზაინის, სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ვიზუალიზაციის განხრით. მას აქვს მუშაობის გამოცდილება თანამდებობებზე: გრაფიკული პროგრამების პედაგოგი, დიზაინერი, მთავარი დიზაინერი...

ბიბლიოთეკა

GAU-ს სპეციალიზირებული ბიბლიოთეკის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს უახლესი ლიტერატურა  სტუდენტებისათვის, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული დონის მკვეთრ ამაღლებას და მზარდი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არჩეული პროფესიის მიხედვით ღირსეული ადგილის დაკავებას.

ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად მდიდრდება და დღეისათვის ათასობით სახელმძღვანელოს ითვლის, რომელიც ძირითადად ბიზნესის, სამართლის, საერთაშორისო ურთერთობებისა და ინფორმატიკისა და ინჟინერიის  სფეროში უახლესი ლიტერატურისაგან შედგება. ბიბლიოთეკის ფონდი დაკომპლექტებულია ინგლისური, ქართული, ფრანგული, რუსული და გერმანულენოვანი ლიტერატურით.

GAU-ს ბიბლიოთეკის ფონდით სარგებლობა შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ გაცემული პირადი, საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ბარათის მეშვეობით.

ბიბლიოთეკა  მოიცავს ორ სივრცეს, ერთში განთავსებულია წიგნადი ფონდი და სამკითხველო დარბაზი, ხოლო მეორეში კომპიუტერული ცენტრი. მომხმარებლისათვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი  და ადვილად გამოყენებადია საინფორმაციო რესურსები, რაც ხელს უწყობს აკადემიური პროცესების ხარისხის ზრდას, თითოეული მომხმარებლის ინტეგრაციას გლობალურ ინფორმაციულ საზოგადოებაში და ახალი ცოდნის გენერირებას.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
გაუ-ს ბიბლიოთეკა გაუ-ს ბიბლიოთეკა
გაუ-ს ბიბლიოთეკა გაუ-ს ბიბლიოთეკა

 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 2012 წლის ნოემბერიდან დაიწყო საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი. ამ ეტაპისთვის ამოქმედებულია ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემის კატალოგიზაციისა და ცირკულაციის მოდულები. GAU-ს წიგნადი ფონდი თითქმის სრულად არის ასახული კატალოგში. ამოქმედებულია სისტემის ცირკულაციის მოდული და მუშაობს  ბიბლიოთეკის უსაფრთხოების სისტემა.

 

ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთთან თავსებადი და ინტეგრირებულია, რაც უზრუნველყოფს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის ეფექტურ მენეჯმენტს (ფონდების უსაფრთხოება, კატალოგიზაცია-ინვენტარიზაცია, ცირკულაცია) და მეორე მხრივ მომხმარებელზე ორიენტირებულ მარტივ და მოხერხებულ სერვისს.

ბიბლიოთეკის მუშაობის გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი: 9:30-20:30

შაბათი: 10:00-17:00