GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო

"რომ არა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულმა კლინიკამ მომცა, ალბათ გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში..."

პროფესორები და ლექტორები

გია ტარიელაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 2009 წლის მარტიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (იურიდიული დეპარტამენტი - უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია სტუმრად GAU-ში წიგნის ,,33 ემოცია - ქართული ანბანის’’ პრეზენტაციაზე

GAU-მ 23 იანვარს (2019) ქალთა საერთაშორისო ასოციაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ქალბატონებს ვუამბეთ ჩვენი საამაყო პროექტის შესახებ, რომელიც პალიტრა ლ-თან თანამშრომლობით განხორციელდა.

ანთოლოგია „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ სტუმრებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა, პროექტის ავტორმა ეკატერინე ტოგონიძემ და მთარგმნელმა ნანუკა კობახიძემ წარუდგინეს. ღონისძიების ბოლოს გათამაშდა ორი წიგნი და ქართულ კულტურაზე საუბარი ფურშეტის თანხლებით გაგრძელდა. დასასრულს მსურველებს GAU-ში ტური ჩაუტარდათ.

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია სტუმრად GAU-ში წიგნის ,,33 ემოცია - ქართული ანბანის’’ პრეზენტაციაზე ქალთა საერთაშორისო ასოციაცია სტუმრად GAU-ში წიგნის ,,33 ემოცია - ქართული ანბანის’’ პრეზენტაციაზე