GAU-ს კურსდამთავრებულები

სამშენებლო კომპანია ,,მოდული''

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა და იმავე წელს გავაგრძელე სწავლა GAU-ს სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო სამართლის მიმართულებით, 2013 წლის ივლისში კი მივიღე მაგისტრის ხარისხი...

პროფესორები და ლექტორები

ირმა მახათაძეს აქვს იურისტად მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. 1984-1989 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე...

გახდი GAU-ელი - აბიტურიენტთა კვირეულის პირველი დღე

აბიტურიენტების კვირეულის პირველი სტუმრები GAU-ს 9 მარტს ეწვივნენ. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ბიზნესის, ასევე სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლების ლექციებს დაესწრნენ. 

პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. აბიტურიენტებმა უნივერსიტეტი GAU-ს ელჩებთან ერთად დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს GAU-ს პროგრამების, გადახდის ახალი სისტემისა და GAU გრანტის შესახებ და საჯარო ლექციებზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს. GAU-ში ექსკურსიისას განსაკუთრებული მოწონება GAU ლაუნჯმა და კაფეტერიამ დაიმსახურა, რაც სტუდენტების განტვირთვის საუკეთესო ადგილია. 

„გახდი ერთი კვირით GAU-ს სტუდენტი“ 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობისთვის საკმარისია ელექტრონული რეგისტრაციის გავლა: http://goo.gl/forms/EErTBvbbWC

შემოგვიერთდით და გამოსცადეთ GAU-ს სტუდენტობა თუნდაც ერთი დღით.

გახდი GAU-ელი - აბიტურიენტთა კვირეულის პირველი დღე გახდი GAU-ელი - აბიტურიენტთა კვირეულის პირველი დღე
გახდი GAU-ელი - აბიტურიენტთა კვირეულის პირველი დღე გახდი GAU-ელი - აბიტურიენტთა კვირეულის პირველი დღე