GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

„გაუ-ს ფორმულა მარტივია - გახდი გაუ-ელი, გამოიყენე შემოთავაზებული შანსი და იქნები წარმატებული''. გაუ-ს დახმარებით გავიარე არაერთი პრაქტიკული კურსი, ამ კუთხით გაუ-ს სამართლის კლინიკა საქართველოში მოწინავეა. გაუ-ს იურიდიული ფაკულტეტის...

პროფესორები და ლექტორები

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი.1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი...

Dr. Eric Vermetten at GAU

24.04.2018 GAU-ს ჰოლანდიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი ერიკ ვერმეტენი ეწვია. ლექცია „მენტალური ჯანმრთელობის ახალი საზღვრები“ სამხედრო სფეროს წარმომადგენლების მაგალითზე ნებისმიერი ადამიანის პოსტ ტრავმული მდგომარეობის ანალიზს და ამ პრობლემის დაძლევას ეხებოდა. შეხვედრა საკითხის მნიშვნელობის გააზრებას და ახალ მეთოდიკაზე ინფორმაციის მიღებას დაეთმო. პოპულარულ ენაზე გადმოცემული თემა და ვიდეომასალით გამდიდრებული მაგალითები GAU-ს ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

ლექციას, რომელიც GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა, GAU-ს წარმომადგნელბეთან ერთად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტირინგის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, საქართველოში თანამედროვე სამხედრო ფსიქოლოგიური სერვისების დამაარსებელს, GAU-ს სამედიცინო სკოლის პროფესორს გუგა სიხარულიძეს, რომლის ინიციატივითაც შეხვედრა შედგა.

იხილეთ ჩვენი სპიკერის, დოქტორ ერიკ ვერმეტენის ბიოგრაფია: 

  • პოლკოვნიკი, კვლევის უფროსი, სამხედრო ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილება, თავდაცვის სამინისტრო - სტრესისა და ტრავასთან დაკავშირებული დარღვევების ცოდნის ამაღლების მიზნით კვლევითი პროექტების შეძენა და კოორდინაცია.
  • პროფესორი, ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, ლეიდენი, ჰოლანდია - ფოკუსირება ფსიქოტრავმის სამედიცინო-ბიოლოგიური და ფსიქიატრიული ასპექტების განხრით (ან შესახებ).
  • პროფესორი, ARQ ფსიქოტრავმის კვლევითი ჯგუფი, დიემენი, ჰოლანდია - სტრესისა და ტრავმის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური გავლენების კვლევის კოორდინაცია და დაკვირვება (ან ზედამხედველობა).
  • ფსიქიატრი / ფსიქოთერაპევტი, ლიცენზირებული ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ჯარისკაცებისა და ვეტერანთა სტაციონარული მკურნალობის მიმართულებით. სპეციალობა - პოსტტრავმული სტრესი, mTBI, სამედიცინო აუხსნელი ფიზიკური სიმპტომები, ასევე კატასტროფული ფსიქიატრია.

სპეციალობები: ფსიქიატრია, ნეირომეცნიერება, PTSD, სტრესი, სამხედრო, ომის ისტორია, დისოციაცია (ფსიქიკური პროცესების კავშირის დარღვევა) ვიზუალიზაცია, მეხსიერება, ჰიპნოზი.

Dr. Eric Vermetten at GAU Dr. Eric Vermetten at GAU
Dr. Eric Vermetten at GAU Dr. Eric Vermetten at GAU
Dr. Eric Vermetten at GAU Dr. Eric Vermetten at GAU