GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკა Medical House

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი, ამავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე სამოქალაქო სამართლის განხრით და 2013 წელს მომენიჭა მაგისტრის ხარისხი. უნივერსიტეტში გატარებული წლები იყო ძალიან...

პროფესორები და ლექტორები

გია ლილუაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გახლავთ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1983 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა...

GAU-ს ექსკურსია ბორჯომში

GAU-ს ექსკურსიათა ციკლის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები 20 მაისს (2018) ბორჯომის ხეობას ეწვივნენ. სტუდენტებმა მოინახულეს ტიმოთეს უბანი, მწვანე მონასტერი და წმ. სერაფიმ საროველის სახელობის დედათა მონასტერი. ისტორიული ადგილების მონახულების შემდეგ, GAUელებმა გაისეირნეს ბორჯომის პარკში, მოგვიანებით კი სასიამოვნო გარემოში, მუსიკის თანხლებით გაატარეს ემოციებით დატვირთული კვირა საღამო. მაშინ როდესაც სტუდენტები თბილისში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ, გაირკვა, რომ ექსკურსიაში მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტის დაბადების დღე თენდებოდა. სტუდენტებმა მთელი ბორჯომი მოიარეს საზეიმო ტორტისა და სანთლების ძიებაში და საბოლოოდ ერთად აღნიშნეს თავიანთი თანაუნივერსიტეტელის დაბადების დღე.

GAU-ს ექსკურსიები მიზნად ისახავს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების არააკადემიურ გარემოში გაცნობასა და დამეგობრებას. შემოგვიერთდით, ერთად მოვინახულოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.

GAU-ს ექსკურსია ბორჯომში GAU-ს ექსკურსია ბორჯომში
GAU-ს ექსკურსია ბორჯომში GAU-ს ექსკურსია ბორჯომში