GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

სტუდენტობის განმავლობაში ვსარგებლობდი GAU-ს შიდა დაფინანსებით. რაც სტიმულს მაძლევდა მიმეღწია მეტი წარმატებისათვის.სტუდენტთა რეიტინგში მოწინავე პოზიციის გამო გამოსაშვებ ცერემონიაზე მომენიჭა Valedictorian-ის ტიტული, წარმოვადგინე 2014 წლის ბიზნესის კურსდამთავრებულები...

პროფესორები და ლექტორები

დინა არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში...

კამპუსური დღეები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ზრუნავს სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე, სწორედ ამ მოტივით უკვე მეორე წელია, რაც მესამე კურსის სტუდენტებისთვის ეწყობა ძალიან საინტერესო და სახალისო კამპუსური დღეები, რომელსაც ტრადიციულად მასპინძლობს ‘ბაქსვუდის’ სკოლა. 
 
კამპუსური დღეები მოიასაზრებს ყოველი სასწავლო წლის მესამე კურსის სტუდენტების ჩართულობას, განურჩევლად ფაკულტეტისა. სამი შაბათ-კვირის განმავლობაში სტუდენტები ნაწილდებიან ნაკადებად და მონაწილეობას იღებენ ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და მნიშვნელოვან სტუდენტურ აქტივობაში. 
 
კამპუსური დღეები ძრითადად ორი სახის აქტივობას მოიცავს, რომელთა მთავარი მიზანია განსხვავებული ფაკულტეტისა და ინტერსის მქონე სტუდენტებს შორის მყარი და კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბება და გაღრმავება. პირველი ნაწილი მოიცავს შემეცნებით და სახალისო ტრენინგს, რომელის ფარგლებშიც სტუდენტები ნაწილდებიან ჯგუფებში და ეძლევათ საერთო დავალება, რაც ხელს უწყობს გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარების განვითარებას. მეორე ნაწილი მოისაზრებს დროის ერთად სახალისოდ გატარებას ანიმატორისა და მოწვეული DJ-ს თანხლებით.
 
წლევანდელი კამპუსური დღეები 18 და 19 ნოემბერს (2017) დაიწყო, პირველი ნაკადში მოხვედრილი სტუდენტები გამოირჩეოდნენ მაღალი ჩართულობითა და ინტერესით. მათ წარმატებით მოამზადეს პრეზენტაციები, რომელთა წარდგენის შემდეგაც გაიმართა საინტერესო დისკუსია თემაზე „წარმატების ფორმულა’’. საღამო დატვირთული იყო სახალისო თამაშებითა და შეჯიბრით. მოგვიანებით კი, მოწვეულმა DJ-მ კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა სტუდენტებისთვის წლევანდელი კამპუსური გამოცდილება.
 
კამპუსური დღეები კამპუსური დღეები
კამპუსური დღეები კამპუსური დღეები
კამპუსური დღეები კამპუსური დღეები
კამპუსური დღეები კამპუსური დღეები