GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU ეს არის უნივერსიტეტი, სადაც სპეციალისტად ჩამოყალიბების ყველანაირი პირობაა შექმნილი, გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს და ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური ცოდნა შემდგომი კარიერული წარმატებისთვის. დასავლურ...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, არის არქიტექტორი, Autodesk-ის და Graphisoft-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული პედაგოგი...

კამპუსური დღეები

კამპუსური დღეები 25 და 26 ნოემბერს (2017) გაიმართა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ზრუნავს სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე, სწორედ ამ მოტივით უკვე მეორე წელია, რაც მესამე კურსის სტუდენტებისთვის ეწყობა ძალიან საინტერესო და სახალისო კამპუსური დღეები, რომელსაც ტრადიციულად მასპინძლობს ‘ბაქსვუდის’ სკოლა. 
 
კამპუსური დღეები მოიასაზრებს ყოველი სასწავლო წლის მესამე კურსის სტუდენტების ჩართულობას, განურჩევლად ფაკულტეტისა. სამი შაბათ-კვირის განმავლობაში სტუდენტები ნაწილდებიან ნაკადებად და მონაწილეობას იღებენ ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და მნიშვნელოვან სტუდენტურ აქტივობაში. 
 
კამპუსური დღეები ძრითადად  ორი სახის აქტივობას მოიცავს, რომელთა მთავარი მიზანია განსხვავებული ფაკულტეტისა და ინტერსის მქონე სტუდენტებს შორის მყარი და კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბება და გაღრმავება. პირველი ნაწილი მოიცავს შემეცნებით და სახალისო ტრენინგს, რომელის ფარგლებშიც სტუდენტები ნაწილდებიან ჯგუფებში და ეძლევათ საერთო დავალება, რაც ხელს უწყობს გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარების განვითარებას. მეორე ნაწილი მოისაზრებს დროის ერთად სახალისოდ გატარებას ანიმატორისა და მოწვეული DJ-ს თანხლებით.
 
კამპუსური დღეები კამპუსური დღეები
კამპუსური დღეები კამპუსური დღეები
კამპუსური დღეები კამპუსური დღეები
კამპუსური დღეები კამპუსური დღეები