GAU-ს კურსდამთავრებულები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU-მ გამიწია რეკომენდაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამეარა პრაქტიკა ამერიკის დეპარტამენტში ჩემი ცოდნის ასამაღლებლად, პრაქტიკის დასრულებისთანავე დავინიშნე სტაჟიორად უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში, სადაც ამჟამად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

GAU საშემოდგომო ბანაკი ანაკლიაში!

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის.

17-18 ნოემბერს (2018) GAU პარტნიორ კომპანიასთან - პარტნიორები საქართველოსთან ერთად, GAU ანაკლიას ესტუმრა.

10 სკოლიდან შევარჩიეთ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორ დღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.

მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრეინინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრეინინგს უძღვებოდა პარტნიორები საქართველოს ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.

ტრეინინგთან ერთად, GAU Fall Camp ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტსაც - GAU Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. GAU Game-ის მონაწილეებს გადაეცათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები.

დიდ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ.

GAU საშემოდგომო ბანაკი ანაკლიაში! GAU საშემოდგომო ბანაკი ანაკლიაში!
GAU საშემოდგომო ბანაკი ანაკლიაში! GAU საშემოდგომო ბანაკი ანაკლიაში!