GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

GAU-ში ვსწავლობთ საკითხებს, რაც აუცილებელი გვგონია, რის საჭიროებასაც დავაფასებთ მოგვიანებით და რის მნიშვნელობაზეც შეიძლება პირველებმა დავიწყოთ საუბარი საქართველოში :) ეს არის ის, რაც ხდის ჩემს უნივერსიტეტს უნიკალურს. შენ უნდა გინდოდეს, იყო შენი საქმის პროფესიონალი...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ბერეკაშვილი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, მანამდე იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, ნოტარიატის და რეგისტრაციის დეპარტამენტის მრჩეველი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში...

GAU ესპანური ცენტრი ''Iberia-ს'' კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამო

4.04.2019 GAU ესპანური ცენტრის ''Iberia'' კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა GAU-ში. 

დიპლომების გადაცემის ცერემონიალს GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, ესპანური ცენტრი Iberia- წარმომადგენლები და ლექტორები ესწრებოდნენ. 

სასწავლო დონიდან აკადემიური მოსწრებისა და ლექტორის რეკომენდაციის საფუძველზე გამოვლინდა საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გაემგზავრება 1 კვირით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს ბილეთის საფასურის გარდა სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი ''Ibiria''.