GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას გაუ-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს."

პროფესორები და ლექტორები

ლევან ჯამბურიას გამოქვეყნებული აქვს 25-მდე სამეცნიერო ნაშრომი და წიგნები: "მათემატიკური ტესტები" და "ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები" (სხვა ავტორებთან ერთად), არის საქართველოს სტატისტიკის ასოციაციისა და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის წევრი...

ქართველი გმირები - კალენარი 2018

„როცა ფორმა გაცვია და სამშობლოს იცავ, მის გულისცემას უფრო ნათლად შეიგრძნობ.“ - ამბობს ომიდან დაბრუნებული ნანა ცხადაძე.
 
23 ოქტომბერს (2017), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ და საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კალენდარი 2018-ის პრეზენტაცია გაიმართა.
 
პროექტზე მუშაობისას ქართველ გმირებს ახალი თაობის წარმომადგენლები, GAU-ს მოხალისე სტუდენტები შეხვდნენ:
 
“ახალგაზრდებს ვურჩევ ბევრი ისწავლონ, რადგან სწავლაში დაღვრილი ოფლი ბრძოლაში აბჯარია.“ 
 
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ვეცდებოდი ბავშვები არავინ გამოიყენოს ცოცხალ ფარად, უდანაშაულო ადამიანები არასდროს შეეწირონ შეიარაღებულ კონფლიქტებს.“ 
 
„სამხედრო სამსახურში დაბრუნება რომ შემომთავაზეს და მითხრეს, ტრავმები ხელს არ შემიშლიდა, ამან გამაძლიერა.“- ეს და სხვა მნიშვნელოვანი ფრაზები ახალგაზრდებმა ომიდან დაბრუნებული, დღეს უკვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯარისკაცებისგან მოისმინეს. სტუდენტების თქმით, ემოციური ინტერვიუები მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებაში დაეხმარათ და სამუდამოდ დაამახსოვრდათ.
 
პროექტი, რომელიც „გამარჯვება პარტნიორობის ალიანსისა“ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომლობით შედგა, ორ მნიშვნელოვან თარიღს ეხმიანება - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავს.
 
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც პროექტზე მუშაობდა:
 
  • სიმონ კოპაძე, შონ მალკეჰი, ეკატერინე ტოგონიძე.
GAU-ს სტუდენტები:
  • ანანო ციცვიძე, ქეთი ვაშალომიძე, მარიამ ეზუგბაია, ნინა რუაძე, ანი ჩიხლაძე, ეთო ბოსტოღანაშვილი, ნათია ტყემალაძე, ქეთი გურული, მარიამ პაპასკირი, ანუკი ბურჯანაძე, სოფო გვარამია, ნინო დემეტრაშვილი, თათია კირჩხელი.
ფოტო:
 
  • დიმა ჩიკვაიძე და ირაკლი ბლუიშვილი

დიზაინი:

  • მარინა ბალავაძე.

კალენდრის მთავარი გმირები:
 
  • ალუდა სეთურიძე, მაიორი გიორგი არაბული, დავით ახრახაძე, ვახტანგ დოლიძე, ვახტანგ ჯოჯიკია, ლაშა სუბლაშვილი, მამუკა ჯავახიშვილი, მორის საბაშვილი, მიხეილ ქუთათელაძე, ნანა ცხადაძე, ოლეგ სკაჩკოვი, რევაზ გიორბელიძე.
ქართველი გმირები - კალენარი 2018 ქართველი გმირები - კალენარი 2018
ქართველი გმირები - კალენარი 2018 ქართველი გმირები - კალენარი 2018
ქართველი გმირები - კალენარი 2018 ქართველი გმირები - კალენარი 2018
ქართველი გმირები - კალენარი 2018 ქართველი გმირები - კალენარი 2018
ქართველი გმირები - კალენარი 2018 ქართველი გმირები - კალენარი 2018
ქართველი გმირები - კალენარი 2018 ქართველი გმირები - კალენარი 2018
ქართველი გმირები - კალენარი 2018 ქართველი გმირები - კალენარი 2018