GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

GAU არის ადგილი სადაც შეგიძლია მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, რაც წინაპირობაა შენი პროფესიული განვითარებისათვის. ვმუშაობ TBSC Consulting-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. შიდა კონკურსის საფუძველზე GAU-მ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ჯორდან ბელფორტის მასტერკლასს...

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

გამოსაშვები ღონისძიება 2018 - ნაწილი II

14 ივლისს (2018), სასტუმრო „ბილტმორში“ GAU სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის 150-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები ამ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ყველაზე აქტიურად სწორედ ახლა შეუდგებიან. კურსდამთავრებულებს სიტყვით GAU-ს პრეზიდენტმა მიმართა. რ. მაიკლ ქაუგილმა იმ მოცემულობებზე ისაუბრა, რომლებიც ცხოვრებაში არსებობს და ყველა კურსდამთავრებულს უსურვა ობიექტური რეალობის მიღების ნებისყოფა და იმის შეცვლის ძალა, რისი შეცვლაც შესაძლებელია. ამის შემდეგაც სცენაზე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. აუდიტორიას სიტყვით სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიმართა და სითბოსთან ერთად პროფესიული თუ პირადი რჩევები გაუზიარა. თბილი და ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოვება.

წიგნის მაღაზიათა ქსელი Biblusi • ბიბლუსი რომელიც ღონისძიების სპონსორი იყო, წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე კურსდამთავრებულებს გადაეცათ GAU-ს ბრენდირებული საჩუქრები. დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა. ბოლოს გაიჭრა საზეიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

გამოსაშვები ღონისძიება 2018 - ნაწილი II გამოსაშვები ღონისძიება 2018 - ნაწილი II
გამოსაშვები ღონისძიება 2018 - ნაწილი II გამოსაშვები ღონისძიება 2018 - ნაწილი II
გამოსაშვები ღონისძიება 2018 - ნაწილი II გამოსაშვები ღონისძიება 2018 - ნაწილი II
გამოსაშვები ღონისძიება 2018 - ნაწილი II გამოსაშვები ღონისძიება 2018 - ნაწილი II