GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის...

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დიპლომების დაცვა

19 ივნისს (2017) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის კურსდამთავრებულთა დიპლომების დაცვა.

სადიპლომო კომისიის წევრები გახლდნენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, პროფ. რ. ციციშვილი, ამავე სკოლის ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფ. თ. ვაშაკიძე და პროფესორ-მასწავლებლები: მ. კვაჭაძე, თ. კვაჭაძე, ლ. დათაშვილი, თ. ბურჭულაძე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის კურსდამთვარებულთა პირველი გამოშვება.

დიპლომების დაცვამ წარმატებით ჩაიარა. GAU წარმატებას უსურვებს კურსდამთავრებულებს!

დიპლომების დაცვა დიპლომების დაცვა
დიპლომების დაცვა დიპლომების დაცვა