GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო; ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის საუკეთესო საქართველოში. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს, ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება და იყოს საუკეთესო საქართველოს ბაზარზე...

პროფესორები და ლექტორები

აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას, არის ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’-ს პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს სპეციალური საკვალიფიკაციო სწავლებები: TaCis-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში...

ლევან ბერძენიშვილი GAU-ში

14 დეკემბერს (2017), GAU-ს საჯარო ლექციების ცილკის სტუმარი გახლდათ ლევან ბერძენიშვილი, თემის სახელწოდება - ''ამერიკის ლიტერატურული ხმა''. ლევან ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას უამბო ამერიკულ ლიტერატურაზე, როგორც მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილზე. ისაუბრა ისეთ დიდ ამერიკელ მწერლებზე როგორებიც არიან ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჰარპერ ლი და ედგარ ალან პო.

ლევან ბერძენიშვილის ნაამბობმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე და შეგვახსენა იმ დიდი „განძის“ მნიშვნელობა, როგორიც ზემოთ ხსენებული მწერლების შემოქმედებაა. დიდი მადლობა ჩვენს გამორჩეულად საინტერესო სტუმარს და Vici • ვიცის ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის, შემეცნებითი პროექტებისა და სტუდენტების წახალისებისთვის.

ლევან ბერძენიშვილი GAU-ში ლევან ბერძენიშვილი GAU-ში
ლევან ბერძენიშვილი GAU-ში ლევან ბერძენიშვილი GAU-ში
ლევან ბერძენიშვილი GAU-ში ლევან ბერძენიშვილი GAU-ში