GAU-ს კურსდამთავრებულები

ნოვა ტექნოლოჯი

2012 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტში (GAU) და დღეს ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. GAU-ში დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, მათ შორის...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა - ლევან ბერძენიშვილი

6 აპრილს GAU-ს საჯარო ლექციების ციკლმა „GAU-ღე კარი გამოწვევებს“ ლევან ბერძენიშვილს უმასპინძლა.

სტუდენტების თხოვნით თემა მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, არსებული საფრთხეები, მათი გადაჭრის გზები და კულტურულ-რელიგიური განსხვავებანი იყო. 

საჯარო ლექცია „მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა“ დაიწყო ფაქტით, რომელიც მედიის ყურადღების მიღმა დარჩა - „დღეს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში წყდება ევროპის ბედი - ჰოლანდიაში ტარდება რეფერენდუმი და განიხილება უკრაინისთვის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი - ეს არის ბრძოლა ევროსკეპტიკოსებსა და ევროგულშემატკივრებს შორის“ - თქვა ლევან ბერძენიშვილმა და ევროპულ მომავალზე, ევროპის იდეის ჩამოშლის საფრთხეზე ისაუბრა. 

მან უარყო გავრცელებული აზრი, რომ დასავლეთ ევროპა არჩენს აღმოსავლეთ ევროპას, რადგან ეს კავშირი სინამდვილეში ურთიერთსაჭიროებებზეა დამყარებული. საუბარი მემარჯვენეობისა და მემარცხენეობის დაპირისპირებას და კონცეპტუალურ კონფლიქტს შეეხო. ბოლოს იმ ტერაქტებამდეც მივედით, რომელსაც ათობით მსხერპლი მოჰყვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. „არანაირი რელიგიური ომი მსოფლიოში არ მიმდინარეობს, ომი სინამდვილეში სეკულარულ და რელიგიურ საზოგადოებას შორისაა“ - აღნიშნა სტუმარმა და კულტურულ შეუთავსებლობაზე, ასიმილირების შეუძლებლობაზე ისაუბრა. 

საათ-ნახევრიან ლექციაზე განიხილებოდა თემები: რბილი ძალა, ჰიბრიდული ომი, რუსეთის მეტასტაზები და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, რომლებიც ბოლოს ლევან ბერძენიშვილმა ისევ საზოგადოების პრობლემამდე, შიგნით არსებულ უთანხმოებამდე დაიყვანა და აღნიშნა, რომ თუ არ იქნება მშვიდობა, მიკრო საზოგადოებაში, მშვიდობა არ იქნება მსოფლიოში.

იხილეთ ლექციის ვიდეო ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=MlrznWMLJRQ&list=PLqq8kKx8Ow0c2tfEm4RAPB...

მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა - ლევან ბერძენიშვილი მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა - ლევან ბერძენიშვილი
მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა - ლევან ბერძენიშვილი მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა - ლევან ბერძენიშვილი
მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა - ლევან ბერძენიშვილი მსოფლიო დღეს - ომი და მშვიდობა - ლევან ბერძენიშვილი