• მაგისტრატურა GAU-ში და GAU-გრანტი მაგისტრატურა გაუ-ში დაწვრილებით →

GAU-ს კურსდამთავრებულები

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტზე, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი...

პროფესორები და ლექტორები

აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას, არის ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’-ს პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს სპეციალური საკვალიფიკაციო სწავლებები: TaCis-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში...

მაგისტრატურა GAU-ში და GAU-გრანტი

2017 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) მოქმედებს GAU-გრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის. 

GAU-ს სამაგისტრო პროგრამებია:

სწავლების ენა ყველგან ქართული და ინგლისურია, გარდა სოციალური მეცნიერებებისა. ამ ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

 

რეგისტრაციები გაგრძელდება 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს GAU-გრანტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი პრინციპით:

  • თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU-გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;
  • თუ თქვენ სხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გაქვთ დამთავრებული, ასევე გაქვთ GAU-გრანტის მოპოვების შანსი:
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 40-ს, იმისთვის, რომ მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;   
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა შეადგენდეს 35-39-ს, იმისთვის, რომ GAU-სგან მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 15%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში. 

* რა არის საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა?

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა არის სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული კონკრეტული ქულების (გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამრავლებული უნივერსიტეტის მიერ მისთვის მინიჭებულ კოეფიციენტზე) ჯამი.

ნიმუში:

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლა

ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტია 60 (15; 15; 15; 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად)

კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში:

  • რაოდენობრივი მსჯელობა - 18 (მაქს. ქულა 20)
  • ლოგიკური მსჯელობა - 13 (მაქს. ქულა 17)
  • ანალიტიკური წერა - 14 (მაქს. ქულა 20)
  • წაკითხულის გააზრება - 19 (მაქს. ქულა 21)

 

როგორ ითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა? 

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე (15) და ჯამდება:

1820*15 + 1317*15 + 1420*15 + 1920*15 = 13.5 + 11.5 + 10.5 + 13.6 = 49.1

 


 

  სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებელი შესაბამისი ტესტის ტიპი სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისათვის განსაზღვრული კოეფიციენტები უსდ-ს მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის კოეფიციენტების განაწილება იდენტური კოეფიციენტების შემთხვევაში უსდ-ს მიერ განსაზღვრული გამოცდის პრიორიტეტი
სამაგისტრო პროგრამების დასახელება, 
რომელზედაც შესაბამის წელს მოხდება 
მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება
სამაგისტრო პროგრამის შესაბამისი
საგანმანათლებლო პროგრამული 
მიმართულება/ მიმართულებები
მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება წლიური გადასახადი სამაგისტრო პროგრამაზე 
განსაზღვრული მისაღები ადგილების რაოდენობა
A ტიპის ტესტი B ტიპის ტესტი C ტიპის ტესტი სულ წაკითხულის გააზრება ანალიტიკური წერა ლოგიკური მსჯელობა რაოდენობრივი მსჯელობა სულ გასაუბრება სპეციალობაში ტესტირება ინგლისურ ენაში  
1.ბიზნესის ადმინისტრირება ბიზნესი და ეკონომიკა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 5900 75   B   60 15 15 15 15 40 20 20 1. რაოდენობრივი მსჯელობა; 2. ლოგიკური მსჯელობა; 3. ანალიტიკური წერა; 4. წაკითხულის გააზრება.
2.სამართალი სამართალი სამართლის მაგისტრი 4900 50     C 60 15 15 15 15 40 20 20 1, წაკითხულის გააზრება; 2. ანალიტიკური წერა; 3. ლოგიკური მსჯელობა; 4. რაოდენობრივი მსჯელობა.
3.საერთაშორისო ურთიერთობები და 
დიპლომატია
სოციალური მეცნიერებები (გარდა
ეკონომიკისა)
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი 3900 40 A     60 15 15 15 15 40 20 20 1. წაკითხულის გააზრება; 2. ანალიტიკური წერა; 3. ლოგიკური მსჯელობა; 4. რაოდენობრივი მსჯელობა.
4.ევროპული ინტეგრაცია და შრომითი
ურთიერთობები
სოციალური მეცნიერებები (გარდა 
ეკონომიკისა)
სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი 2250 30 A     60 15 15 15 15 40 20 20 1. წაკითხულის გააზრება; 2. ანალიტიკური წერა; 3. ლოგიკური მსჯელობა; 3. რაოდენობრივი მსჯელობა.
5. ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა ინფორმაციული ტექნოლოგიები ინფორმატიკის მაგისტრი 3400 15     60 15 15 15 15 40 20 20 1. რაოდენობრივი მსჯელობა; 2. ლოგიკური მსჯელობა; 3. ანალიტიკური წერა; 4. წაკითხულის გააზრება.