GAU-ს კურსდამთავრებულები

პსპ

2013 წელს გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსების განხრით. GAU-მ მომცა საშუალება მიმეღო საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, GAU-ს უპირატესობა, ამერიკულ სტანდარტებზე...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ვერძეულმა ქვონტის პროგრამით ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) დაამთავრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ - ფინანსების განხრით სამაგისტრო პროგრამა (MBA) საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად გადის სადოქტორო სწავლებას (PhD) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში...

#GAUზიარესიყვარული

14 თებერვალს (2017) GAU-ს სტუდენტების ინიციატივით გამართულ აქციას #GAUზიარესიყვარული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. დედა ენის ბაღიდან დაწყებული მსვლელობა ახალ აღმაშენებელზე გაგრძელდა და ეს იყო ყველაზე პოზიტიური, მხიარული, სახალისო აქცია აქციებს შორის :) დაძაბული და პოლიტიზებული გარემოსგან დაღლილმა ახალაზრდებმა ერთმანეთს ზამთრის ერთი დღე, პირობითი დღესასწაული - ვალენტინობა - GAUთბეს და GAUლამაზეს.

კაფე სალვეში მსვლელობის მონაწილეებს მწერალი დათო ტურაშვილი დახვდათ. "14 თებერვალი სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება, ვალენტინობას ძირითადად პროტესტანტები ზეიმობენ და რადგანაც სტუდენტობა თავისი სულისკვეთებით პროტესტანტულია, ძალიან კარგი, რომ შეუერთდით ამ დღის აღნიშვნას" - იხუმრა დათომ და შეხვედრა ლიტერატურასა და სიყვარულზე საუბარს მიუძღვნა. გათამაშდა დათო ტურაშვილის წიგნები, რომლებიც საუკეთესო კითხვების ავტორებს ერგოთ. დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და ღონისძიების მხარდამჭერებს: Sarajishvili OZONE Check-In SALVE 

#GAUზიარესიყვარული #GAUზიარესიყვარული
#GAUზიარესიყვარული #GAUზიარესიყვარული
#GAUზიარესიყვარული #GAUზიარესიყვარული
#GAUზიარესიყვარული #GAUზიარესიყვარული
#GAUზიარესიყვარული #GAUზიარესიყვარული