GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

GAU-ში არანაირი შრომა არ რჩება დაუფასებელი. პირადად მე მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში GAU-ს 100 %-იანი გრანტის მფლობელი ვიყავი და საშუალება მქონდა ამ დონის განათლება უფასოდ მიმეღო, რაშიც ისევ და ისევ GAU-ში შეძენილი ცოდნა და საკუთარ თავზე მუშაობის უნარი მეხმარებოდა...

პროფესორები და ლექტორები

ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში...

თიბისი სტარტაპერისა და GAU-ს ერთობლივი სტარტაპ კურსის დახურვა

21 დეკემბერს (2018) GAU-სა და სტარტაპერის ერთობლივი სტარტაპ კურსის დახურვა შედგა. მონაწილეობას იღებდა 30 სტუდენტი, კურსის დასაწყისში სტუდენტები დაიყვნენ 5 კაციან ჯგუფებად. კურსის ფარგლებში გაიარეს ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული თემები, პროცესის მენეჯმენტი, ციფრული მარკეტინგის ტენდენციები, გუნდის მართვა და კორპორატიული პასუხისმგებლობის საკითხები.

კურსის საზეიმო დახურვის დღეს კი თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა თავიანთი ბიზნეს იდეა. ჟიური შედგებოდა 5 წევრისგან, რომელთა შორის იყვნენ GAU-ს ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე, ნატო ტორონჯაძე, GAU-ს ბიზნესის სკოლის IT მიმართულების ხელმძღვანელი, თორნიკე მოსიაშვილი და ბიზნესის მხარდაჭერის გუნდი ნათია ჭანტურია, მარიამ კიკალეიშვილი, ანა თოთიბაძე.

გამოვლინდა გამარჯვებული, გუნდი სახელად ,,მარტივი’’. მათ გადაეცათ საჩუქრები GAU-სგან და თიბისი ბანკისგან.

GAU წარმატებას გისურვებთ!