GAU-ს კურსდამთავრებულები

სატრანსპორტო კომპანია „კონტრალო''

GAU-ში ვისწავლე ისეთი უნარ-ჩვევები, რაც დღეს აუცილებელია წარმატებული კარიერის შექმნისათვის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კიდევ უფრო დავაფასე იქ გატარებული 4 წელიწადი. გაუ-ში არა მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების, არამედ პიროვნულად გაზრდის და ჩამოყალიბების...

პროფესორები და ლექტორები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს...

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი BMB-ის კურსდამთავრებულებთან

12 აპრილს (2017) ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსის BMB-ის (http://gau.ge/building-managing-business) კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის საღამო გაიმართა. მოწვეული სტუმარი გახლდათ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე. დიპლომებით დაჯილდოების შემდეგ გაიჭრა ტრადიციული საზეიმო ტორტი.
 
სემინარის თემა „ლიდერშიფი საბანკო სფეროში“ წარმატებული ქართული ბანკის გენერალურმა დირექტორმა თიბისი ბანკის მაგალითზე ააგო. თიბისი ბანკის განვითარების ისტორიის ექსკურსიის ფარგლებში ხაზი გაესვა იმ გარდამტეხ ბარიერებს თუ გამოწვევებს, რომლის წარმატებით დაძლევა გახდა აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ დღეს თიბისი ბანკი არის უმსხვილესი მოთამაშე ქართულ საბანკო სფეროში. სპიკერმა მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა მსმენელებს, მათ შორის იმ სირთულეებზეც რომელიც სპეციფიურად დამახასიათებელია ბიზნესის განვითარების ნებისმიერი ეტაპისთვის. მნიშვნელობა არა აქვს ეს სირთულები დაკავშირებულია იმ მოცემულობასთან, როდესაც ბიზნესი თავის ინდუსტრიაში ოპერირებს, როგორც “Small Fish in a Big Pond” (მცირე ზომის თევზი დიდ აუზში), თუ როგორც “Big Fish in a Small Pond” (დიდი ზომის თევზი მცირე აუზში). თითოეულ ეტაპს, მისთვის დამახასიათებელი გამოწვევები და შესაძლებლობები ახლავს თან. რომლის სწორად დანახვა და რეალიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.
საუბარი შეეხო, ასევე თიბისი ბანკის გრძელვადიან მიზნებს და ზოგადად საქართველოში საბანკო სფეროს განვითარების პერსპექტივებსა და გამოწვევებს.
 
უნდა ითქვას ისიც, რომ სემინარი საკმაოდ ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. დაისვა არაერთი კითხვა სხვადასხვა მიმართულებით, მენეჯმენტის, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთერთობების კუთხით.
 
წარმატებებს ვუსურვებთ BMB-ის კურსდამთავრებულებს!
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი BMB-ის კურსდამთავრებულებთან თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი BMB-ის კურსდამთავრებულებთან
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი BMB-ის კურსდამთავრებულებთან თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი BMB-ის კურსდამთავრებულებთან
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი BMB-ის კურსდამთავრებულებთან თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი BMB-ის კურსდამთავრებულებთან