GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მადლობელი ვარ, რომ GAU-მ მომცა მაღალი ხარისხის განათლება და კარიერაში სწორი მიმართულება. სწორედ GAU-ში სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. GAU-ს დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა...

პროფესორები და ლექტორები

მანანა ტაბიძე 2001 წლიდან არჩეულია ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად და ამერიკის ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტთა შემსწავლელი ცენტრების "ენობრივი პოლიტიკისა და ენობრივი დაგეგმვის საერთაშორისო კონსორციუმის” ინდივიდუალურ წევრად...

გაცვლითი პროგრამა მარმარას უნივერსიტეტში, სტამბოლი

ცხადდება კონკურსი მევლანას პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად მარმარას უნივერსიტეტში, სტამბოლი

 

ზოგადი მიმოხილვა

მევლანას გაცვლითი პროგრამა არის გაცვლითი პროგრამა თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის.

სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მევლანას გაცვლითი პროგრამით, შეუძლიათ გაატარონ მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი სემესტრი თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

ვინ იყო მევლანა: ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმი, იგივე მევლანა მე-13 საუკუნის სპარსი პოეტი და სწავლული იყო. სწორედ მისი სახელობისაა მევლანას გაცვლითი პროგრამა.

 

მოთხოვნები

  • პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის სკოლისა და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. (დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტების გარდა).
  • სტუდენტი არ უნდა იყოს თურქეთის მოქალაქე
  • ბაკალავრებისთვის GPA უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2.5-ს (4-დან)
  • მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის მინიმალური GPA: 3 (4-დან)
  • შერჩევისას (თურქეთის მხრიდან) 50% ექცევა აკადემიურ მოსწრებას, ხოლო 50% ინგლისურის ქულებს. თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

გაცვლითი პროგრამის პირობები

  • შერჩეული სტუდენტი გაატარებს ერთ სემესტრს (4 თვე) მარმარას უნივერსიტეტში, სტამბოლი.
  • სტუდენტს არ უნაზღაურდება მგზავრობის საფასური.
  • სტუდენტი იღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1,200 თურქული ლირის ოდენობით;

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია და გამოაგზავნეთ მეილზე: exchange@gau.ge

ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2019 წელი

აპლიკაციის გამოგზავნის შემდეგ, სტუდენტთან გასაუბრება ჩატარდება GAU-ში, საბოლოო კანდიდატთა სია კი გაიგზავნება თურქეთში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით:

+995 32 220 65 20 317; +995 592 11 22 00