GAU-ს კურსდამთავრებულები

საინვესტიციო ბანკი "ბი ჯი კაპიტალი"

"რადგან GAU-მ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულა ჩემთვის და რადგან რთულია მოწყდე გარემოს, სადაც ასე გაიზარდე, გაატარე ყველაზე ხალისიანი სტუდენტური წლები და შეიძინე შენთვის ძვირფასი ადამიანები, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგაც სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად კვლავ გაუს მივმართე..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

გაცვლითი პროგრამა ქარაბუქის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი მევლანას პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ქარაბუქის უნივერსიტეტში, თურქეთი

ზოგადი მიმოხილვა

მევლანას გაცვლითი პროგრამა არის გაცვლითი პროგრამა თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის.

სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მევლანას გაცვლითი პროგრამით, შეუძლიათ გაატარონ მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი სემესტრი თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

ვინ იყო მევლანა: ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმი, იგივე მევლანა მე-13 საუკუნის სპარსი პოეტი და სწავლული იყო. სწორედ მისი სახელობისაა მევლანას გაცვლითი პროგრამა.

 

მოთხოვნები

  • პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის სკოლისა და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. (დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტების გარდა).
  • სტუდენტი არ უნდა იყოს თურქეთის მოქალაქე
  • ბაკალავრებისთვის GPA უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2.5-ს (4-დან)
  • მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის მინიმალური GPA: 3 (4-დან)
  • შერჩევისას (თურქეთის მხრიდან) 50% ექცევა აკადემიურ მოსწრებას, ხოლო 50% ინგლისურის ქულებს. თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

გაცვლითი პროგრამის პირობები

  • შერჩეული სტუდენტი გაატარებს ერთ სემესტრს (4 თვე) ქარაბუქის უნივერსიტეტში
  • სტუდენტს არ უნაზღაურდება მგზავრობის საფასური.
  • სტუდენტი იღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1,200 თურქული ლირის ოდენობით;

 

აპლიკაციის შესავსებად, ჩამოტვირთოთ ინსტრუქცია და მიყევით მითითებულ ნაბიჯებს:

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 27 თებერვალი, 2019 წელი

შერჩევის პროცესში არ მონაწილეობს GAU, შესაბამისად საბოლოო კანდიდატებს დაუკავშირდება თავად ქარაბუქის უნვერსიტეტის წარმომადგენელი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით:

+995 32 220 65 20 317; +995 592 11 22 00