GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

დავით პაპუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი...

ციფრული ფოტოგრაფიის კურსი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ნებისმიერ მსურველს სთავაზობს მოკლევადიან სასერთიფიკატო კურსს ციფრული ფოტოგრაფიის შესასწავლად.

GAU-ს ფოტო-სტუდიაში თქვენ მიიღებთ ცოდნას ფოტოგრაფიის სრულ პროცესზე - ტექნიკურ და მხატვრულ ასპექტებზე. შეისწავლით ფოტო-სიუჟეტის გააზრებას, მხატვრული, სტუდიური და სარეკლამო ფოტოების გადაღებას, ექსპოზიციის მოწყობას, დიაფრაგმის შერჩევას, ფოტოების ციფრულ დამუშავებას და რაც მთავარია, ამ პროცესისგან უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ.

კურსს წაიყვანს ფოტოხელოვანი და ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი.

კურსის განმავლობაში თქვენ გაივლით შემდეგ საკითხებს:

  • რეპორტაჟი;
  • პორტრეტი;
  • პეზაჟი;
  • დოკუმენტური ფოტოგრაფია;
  • კონფლიქტები და ფოტოგრაფია;
  • სტუდიური ფოტოგრაფია;
  • მასობრივი ღონისძიებები;
  • ფოტოგრაფიის ისტორია.

კურსი დაიწყება 30 აპრილს!

კურსის ხანგრძლივობა: 8 ლექცია=16 საათი (1 თვე)

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, თითო ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი.

კურსის ღირებულება: 585

კურსის გავლის შემდგომ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

კურსზე დასარეგისტრირებლად, შეავსეთ აპლიკაცია

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
ტელ: 2 20 65 20 (313)