GAU-ს კურსდამთავრებულები

ნატოს სამეკავშირეო ოფისში (NATO Liaison Office)

GAU-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა. GAU-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი...

პროფესორები და ლექტორები

მარინე კვაჭაძეს აქვს იურისტად და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 25 წლის სამუშაო სტაჟი. 1983-1988 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მ. კვაჭაძე იყო...

ალექსანდრე ხაზარაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საერთაშორისო ფინანსები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით.
 
2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლაში (კემბრიჯი, აშშ) და 2007 წელს წარჩინებით მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში.
 
2008 წელს ჩააბარა ბოსტონ კოლეჯის ქეროლის სახელობის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში (ბოსტონი, აშშ) და 2009 წელს მიიღო მაგისტრის წოდება ფინანსებში, ინვესტიციებისა და რისკების მართვის განხრით.
 
ალექსანდრე ხაზარაძემ 2000-2006 წლებში მუშაობდა თიბისი ბანკში, 2008 წელს State Street Bank & Trust (ბოსტონი, აშშ), ხოლო 2009 წლიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
 
2013 წლიდან ალექსანდრე ხაზარაძე არის მოწვეული ლექტორი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში (კაპიტალის ბაზრების თეორია და პრაქტიკა).