GAU-ს კურსდამთავრებულები

,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

აქვე მინდა ავღნიშნო, წარმატებად ითვლება ის, რომ ლექციას გიკითხავს და გასწავლის ისეთი პროფესორი როგორიც მზია თოდუაა სხვა უნივერსიტეტებს გაუ-სგან განსხავებით არ აქვს ასეთი „ფუფუნება''. მისი ნასწავლით გრძნობ, რომ სხვა უნივერსტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით ბევრად წინ...

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

არჩილ იაკობაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი
მიმართულება: ფინანსები და ეკონომიკა

არჩილ იაკობაშვილი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონსტანცისა (გერმანია) და ლივერპულის (ინგლისი) უნივერსიტეტებში შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ფინანსები, სამართალმცოდნეობა.
 
2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩილ იაკობაშვილს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (დისერტაციის თემა: ,,მონეტარული სტაბილიზაციის პოლიტიკასა ვალუტო სუბსტიტუციის პირობებში'', სამეცნიერო ხელმძღვანელი: რევაზ გველესიანი - სრული პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა).
 
2006 წლიდან არჩილ იაკობაშვილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს: ,,მაკროეკონომიკა,'' ,,მონეტარული ეკონომიკა,'' ,,სახელმწიფოს ფინანსები - ფისკალური თეორია და პოლიტიკა,'' ,,საერთაშორისო ფინანსები,'' ,,კაპიტალის ბაზრების თეორია და პრაქტიკა,''  ,,სავალუტო ბაზრის თეორია და პრაქტიკა.''
 
2007 წლიდან არჩილ იაკობაშვილი მუშაობს სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერად საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში. მანამდე არჩილ იაკობაშვილი მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის საინვესტიციო პორტფელების ანალიტიკოსად „Deutsche Volksbanken Union Investment Privatefonds GmbH, Frankfurt“ (2002-2005), აღმოსავლეთ ევროპის მაკროპრუდენციული და ფინანსური რისკების სპეციალისტად „Commerzbank AG, London Branche“ (2001) და ახალგაზრდა ბანკირად „Deutsche Bank Private Asset Management, Stuttgart“ (1999-2000).