GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე 2014 წელს საერთაშორისო სამართლის განხრით. სწავლის პერიოდში დავიწყე მუშაობა გაუ-ში სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერად. გაუ-ს უდიდეს...

პროფესორები და ლექტორები

აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას, არის ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’-ს პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს სპეციალური საკვალიფიკაციო სწავლებები: TaCis-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში...

დინა ასლამაზიშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვნელი

დინა ასლამაზიშვილმა წარჩინებით დაამთავრა ციმბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა, წარჩინებით მოიპოვა სამაგისტრო ხარისხი ლინგვისტიკასა და თარგმნაში. განათლება მიიღო ვროცლავის უნივერსიტეტში კულტურის ფილოსოფიის განხრით;  ის არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი,  რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში.  

დინა ასლამაზიშვილი გახლავთ რამოდენიმე კულტურული სამეცნიერო კონფერენციის საპატიო წევრი: მსოფლიო ფილოსოფიის XXII კონგრესი: "დღევანდელი ფილოსიფიის ხელახალი გააზრება" (კორეა, სეული, 2008) (WORLD CONGRESS OF PHILOSOPHY: RETHINKING PHILOSOPHY TODAY); თ.ა.ს.ს. - თეატრის ანთროპოლოგიის მე-14  საერთაშორისო სესია (პოლონეთი, ვროცლავ, 2005) (ISTA 2005: Improvisation - 14th Session of the International School of Theatre Anthropology). დინა ასევე  რუსეთის ფილოსოფიური საზოგადოების წევრია 2002 წლიდან.

დინა ასლამაზიშვილი მოღვაწეობდა მეცნიერ-მუშაკად და მენეჯერად სამუზეუმო პროგრამათა ქსელის დეპარტამენტში  კრასნოიარსკის მუზეუმში და ასისტენტ-ლექტორად მენეჯმენტის განხრით  მოსკოვის ფსიქოლოგიურ ინსტიტუტში კრასნოიარსკის ფილიალში. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო მეცნიერთა გაცვლით პროგრამაში ოზარქსის კოლეჯში (აშშ),სადაც წარუძღვა რამდენიმე სალექციო კურსს. დინა არის სატრეინინგო კურსის ,,წარმატების ფორმულა"ერთერთი კრეატიული მკვლევარი, აგრეთვე გახლავთ შემდეგი სალექციო კურსის ავტორი: ''MANAGING CREATIVITY AND INNOVATION".