GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

„გაუ-ს ფორმულა მარტივია - გახდი გაუ-ელი, გამოიყენე შემოთავაზებული შანსი და იქნები წარმატებული''. გაუ-ს დახმარებით გავიარე არაერთი პრაქტიკული კურსი, ამ კუთხით გაუ-ს სამართლის კლინიკა საქართველოში მოწინავეა. გაუ-ს იურიდიული ფაკულტეტის...

პროფესორები და ლექტორები

ზვიად გაბისონიას მიებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.მას გამოქვეყნებული აქვს 25 ნაშრომი. გავლილი აქვს აშშ-ს ,,ღია სამყაროს” პროგრამა- ,,კანონის უზენაესობა” და მიღებული აქვს აშშ კონგრესის სტიპენდია(ვაშინგტონი, ატლანტა)

ეკა ნადარეიშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ბიზნესის სკოლის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი 

ეკატერინე ნადარეიშვილმა 1997 წელს წარჩინებით  დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით და მიენიჭა ინგლისური ენის სპეციალისტის და ინგლისური ენის პედაგოგის  საპატიო ხარისხი.

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან.  

2008-2010 წლებში ეკა ნადარეიშვილი მოღვაწეობდა ლონდონის ბიზნეს სკოლაში, კერძოდ, მარკეტინგისა და ადმინისტრაციის განყოფილებაში და კითხულობდა ლექციებს მარკეტინგის განხრით.

2010 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეკატერინე ნადარეიშვილი მუშაობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელად.