GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ლიზინგი

GAU სტუდენტს აძლევს ბევრ შესაძლებლობას. მთავარია, გადაწყვიტო რისი გაკეთება გინდა და მოინდომო, GAU-ში მიღებული ცოდნა კი აუცილებლად დაგეხმარება არჩეულ გზაზე წარმატების მიღწევაში. 2016 წელს ჩავირიცხე GAU-ში სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლა კვლავ Quant...

პროფესორები და ლექტორები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს...

ქეთევან ნადირაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საბანკო საქმე

ქეთევან ნადირაშვილი სწავლობდა ბიოლოგიას, საჯარო მმართველობას და ფინანსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივი მმართველობის ინსტიტუტში (GIPA) და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში. დღესდღეობით, ქეთევანი სწავლას აგრძელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა.  იგი რეგულარურად მონაწილეობს სხვადასხვა ცენტრალური ბანკების მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებსა და ვორკშოპებში.  მნიშვნელოვანია, იგი კარგად იცნობს საერთასორისო საბანკო ინსტიტუტების პრაქტიკას.

2009 წლიდან ქეთევან ნადირაშვილი კითხულობს ლექციებს საბანკო საქმესა და ბიზნესის მართვაში და ფიქრობს, რომ სტუდენტებთან ურთიერთობა მისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.