GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჩემი პროფესიული კარიერა გაგრძელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ჯერ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, შემდეგ კი, ამავე სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოში...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ბოძაშვილს წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორც საქართველოს საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში - ეუთო, გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო...

ლევან ვერძეული

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საერთაშორისო ფინანსები

ლევან ვერძეულმა ქვონტის პროგრამით ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) დაამთავრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ - ფინანსების განხრით სამაგისტრო პროგრამა (MBA) საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად გადის სადოქტორო სწავლებას (PhD) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში.

2008 წლიდან ლევან ვერძეული მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში, საერთაშორისო რეზერვების პორტფელის მენეჯერად.სხვადასხვა დროს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავლილი აქვს მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგ პროგრამები აშშ-სა და საფრანგეთში.

2013 წლიდან ლევან ვერძეული არის მოწვეული ლექტორი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში (ბიზნეს მოდელირება ექსელში, საერთაშორისო ფინანსური მენეჯმენტი, საერთაშორისო საბანკო საქმე).