GAU-ს კურსდამთავრებულები

ფურშეტ ჯორჯია

"სწორედ GAU-ში მიღებული ცოდნა და იურიდიულ კლინიკაში შეძენილი გამოცდილება დამეხმარა იმაში, რომ გადამედგა პირველი ნაბიჯი სასურველი საქმიანობისაკენ და GAU-ს დამთავრებისთანავე წარმატებით ჩამებარებინა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით..."

პროფესორები და ლექტორები

2011 წლიდან სერგო ცუცქირიძე კითხულობას ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში საინჟინრო გეოდეზიასა და მარკშეიდერიაში...

რევაზ თევზაძე

ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი
მიმართულება: ფინანსური მათემატიკა

რევაზ თევზაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკური ფიზიკისა და დიფერენციალური განტოლებების კათედრის ასპირანტურა.

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია

რევაზ თევზაძე სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

რევაზ თევზაძე 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური მათემატიკა და მათემატიკური ფიზიკა.