GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

პროფესორები და ლექტორები

დავით პაპუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი...

ქეთევან ბერეკაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: კერძო სამართალი

ქეთევან ბერეკაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, 2012 წელს კი დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის  დოქტორანტურა. 
 
ქეთევან ბერეკაშვილი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, მანამდე  იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, ნოტარიატის და რეგისტრაციის დეპარტამენტის მრჩეველი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
 
ქეთევანი არის მრავალი საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციის, სემინარის და ტრენინგის მომხსენებელი და მონაწილე, ჩაბარებული აქვს  მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სპეციალიზაცია - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი და ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება, სპეციალიზაცია - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი.
 
ქეთევან ბერეკაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას 2009 წლიდან ეწევა და კითხულობს ლექციებს კერძო სამართლის მიმართულებით, არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.