GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

დადუნა ხუციშვილის დისერტაციით დაინტერესდა LAMBERT Academic Publishing, რომელმაც გამოსცა ის წიგნად აშშ–ში, სახელწოდებით: “United States Foreign Policy Toward Georgia” – (Why EU Countries Should Be Interested in Georgia)...

ლევან მესხორაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი
მიმართულება: სამართალი

ლევან მესხორაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ კი რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ევროპული სამართლის მაგისტრატურა. 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში.
 
ლევან მესხორაძეს აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2008 წლიდან, მას უჭირავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა, არის საქართველოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
 
2009 წლიდან, ლევან მესხორაძე საქართველოს მთავრობის მიერ დაინიშნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ექსპერტად. არის სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი.