GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU ეს არის უნივერსიტეტი, სადაც სპეციალისტად ჩამოყალიბების ყველანაირი პირობაა შექმნილი, გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს და ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური ცოდნა შემდგომი კარიერული წარმატებისთვის. დასავლურ...

პროფესორები და ლექტორები

სალომე ფრუიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში - სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში (იურისტი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

მადონა ღიბრაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი 
მიმართულება: სამართალი

მადონა ღიბრაძემ  დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2010 წლიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით.
 
მადონა ღიბრაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში; სხვადასხვა დროს გახლდათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადვოკატი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში. 1999-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და პალატის მოსამართლე. 2008–2012 წლებში იყო მუდმოვმოქმედი რბიტრაჟის ,,დავების განმხილველი ცენტრის'' არბიტრი.
2012 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში უფროს პროკურორად.
 
მადონა ღიბრაძეს აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1997 წლიდან სხვადასხვა დროს იყო მიწვეული ლექტორი კერძო სამართლის მიმართულებით ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტის კრიმინალისტიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის კათედრაზე,  უნივერსიტეტის ,,საქართველო'' იურიდიულ ფაკულტეტზე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე, 2010 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს კერძო სამართლის მიმართულებით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 
 
მადონა ღიბრაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში, 2010 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს პოლონეთის არბიტრაჟთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში - ,,არბიტრაჟისა და მედიაციის განვითარების თანამედროვე ტენდენციები ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში.'' 2011 წელს გაიარა სწავლება ქ. ვარშავაში პოლონეთის ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდში თემაზე ,,საერთაშორისო არბიტრაჟი, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი'' და ამავე ფონდის  საზაფხულო სკოლაში - ,,ადამიანის უფლებები და მედიცინა." სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგები მოსამართლეთათვის სამოქალაქო  (სახელშეკრულებო, ვალდებულებით, სანივთო), ადმინისტრაციულ და საგადასახადო სამართალში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებით და სხვა… 
 
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.