GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო; ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის საუკეთესო საქართველოში. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს, ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება და იყოს საუკეთესო საქართველოს ბაზარზე...

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

მანანა ტაბიძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მიმართულება: სამართალი

მანანა ტაბიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, დაცული აქვს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები ქართული  და ზოგადი ენათმეცნიერების პროფილით. სხვადასხვა დროს სამეცნიერო საბჭოების მიერ მინიჭებული აქვს ჯერ დოცენტის, შემდეგ კი პროფესორის აკადემიური წოდებები.     

2001 წლიდან არჩეულია ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად და ამერიკის ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტთა შემსწავლელი ცენტრების ,,ენობრივი პოლიტიკისა და ენობრივი დაგეგმვის საერთაშორისო კონსორციუმის'' ინდივიდუალურ წევრად.

მანანა ტაბიძე წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ენებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის გამგედ, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პროფესორად, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის'' სარედაქციო-საგამომცემლო დეპარტამენტის უფროსად, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პრორექტორად სასწავლო-სამეცნიერო დარგში და სხვა.

მანანა ტაბიძე ამჟამადაც თანამშრომლობს არაერთ უნივერსიტეტთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, არის 4 მონოგრაფიის, სახელმძღვანელოების, 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, იგი მრავალი საერთაშორისო ფორუმისა და კონფერენციის მონაწილეა, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები.