GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს "სერა"

"ის ცოდნა და განათლება, რომელმაც ჩემი დასაქმება უზრუნველყო, პირველ რიგში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამსახურებაა. ვფიქრობ, გაუ-ს სახელი და პრესტიჟი, რომელიც მას დამკვიდრებული აქვს საქართველოში, მისი დამფუძნებლების სწორი მიდგომისა და დეკანებისა და ადმინისტრაციის კარგი მენეჯმენტის დამსახურებაა..."

პროფესორები და ლექტორები

დავით პაპუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი...

ნათია ნიშნიანიძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მიმართულება: ინგლისური ენა

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია შედარებით და ტიპოლოგიურ ენათმეცნიერებაში. 1990 წლიდან დღემდე მუშაობს სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის პედაგოგად (უცხოური ენების ცენტრი). 2009 წლიდან კი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ნათია ნიშნიანიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული ლიტერატურული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის უფროს მეცნიერ-რედაქტორად. ინგლისური ენის მასწავლებელად უცხოური ენების სწავლების ცენტრში (FLLC), თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტების ინგლისური ენის კათედრის ასოცირებულ პროფესორად, ინგლისური ენის პედაგოგად ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
 
2005-2009 წლებში სისტემატიურად მონაწილეობდა უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველ აპლიკანტთა (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) შესარჩევი კომისიების მუშაობაში (თსუ), სამაგისტრო გამოცდების მიმღები მუდმივმომქმედი კომისიის მუშაობაში (თსუ), 2009 და 2010 წლებში იყო ინგლისურენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და შეფასების კომისიის წევრი / შემფასებელი (პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ). ასევე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შემუშავებაში: ,,ინგლისური ენის სასწავლო პროგრამა საერთაშორისო სამართლის სტუდენტებისათვის'' (თსუ),  ,,მასობრივი კომუნიკაცია და ინგლისურენოვანი / საერთაშორისო მედია''  და ,,საერთაშორისო პოლიტიკა და მედიის დისკურსი'' (სამაგისტრო პროგრამისათვის – გლობალური ინგლისური: მედია და კომუნიკაცია, თსუ),  ,,იურიდიული ტექსტების თარგმნა'' (ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისათვის – თარგმნის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა, თსუ).
 
გამოქვეყნებული შრომებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართულ-რუსულ-ინგლისურ-გერმანული ზმნების ვალენტობის ლექსიკონი, 2000, (მეცნიერ-რედაქტორი) და საერთაშორისო სამართლის ხუთენოვანი (ქართულ-ინგლისურ-გერმანულ-ფრანგულ-რუსული) ლექსიკონი-გლოსარიუმი, 2006. (თანაავტორი – შემდგენელი).