GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მეორე კურსის დასასრულს გავიარე ტესტირება და გასაუბრება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც იმავე ჯგუფის 5 სტუდენტი ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში 3 თვიანი კონტრაქტით დაგვასაქმეს. მას შემდეგ, რაც სტაჟირების ვადა ამოიწურა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაეფორმებინათ..."

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

ნუგზარ დურმიშიძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობები

ნუგზარ დურმიშიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (მიღებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი), შემდეგ კი საქართველოს დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი.

1975-1977 წლებში ნუგზარ დურმიშიძე გახლდათ კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1977 წლიდან ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და განყოფილების გამგე, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მდივანი, რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის პირველი მდივანი და სამხრეთ კავკასიის სამმართველოს უფროსი.
 
ნუგზარ დურმიშიძე 1998-2010 წლებში იყო საქართველოს  დიპლომატიური აკადემიის ასისტენტ-პროფესორი, შემდეგ თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ლექტორი, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში. 2008-2012 წლებში ნუგზარ დურმიშიძე იყო საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპქრლამენტო კომისიის აპარატის თანამშრომელი.
 
ნუგზარ დურმიშიძეს გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი, 2011 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი (საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი). 
 
ფლობს რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.