GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

„გაუ-ს ფორმულა მარტივია - გახდი გაუ-ელი, გამოიყენე შემოთავაზებული შანსი და იქნები წარმატებული''. გაუ-ს დახმარებით გავიარე არაერთი პრაქტიკული კურსი, ამ კუთხით გაუ-ს სამართლის კლინიკა საქართველოში მოწინავეა. გაუ-ს იურიდიული ფაკულტეტის...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

ფარნაოზ ლომაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობები

ფარნაოზ ლომაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1958 წელს, 1964 წელს მიიღო უფროსი მეცნიერ-მუშაკის წოდება, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1971 წელს დაიცვა და მიიღო პროფესორის წოდება.

1958 წლიდან მუშაობდა პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, 1973 წლიდან კი იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის კათედრის გამგე.  მისი სამუშაო მოიცავს ასევე 1986-1989 წლებში ბაქოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და 2010 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მუშაობას.