GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ვერძეულმა ქვონტის პროგრამით ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) დაამთავრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ - ფინანსების განხრით სამაგისტრო პროგრამა (MBA) საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად გადის სადოქტორო სწავლებას (PhD) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში...

უჩა ძიმისტარიშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: სამართალი

უჩა ძიმისტარიშვილმა 2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 2011 წელს - ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2012 წლიდან არის ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი.

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. 2009-10 წლებში მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად, ხოლო 2010 წლიდან დღემდე მუშაობს შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში''. 2012 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა კომპანიის იურიდიულ სამსახურს, ხოლო ოქტომბრიდან ის არის პროექტების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი და კოორდინაციას უწევს საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებს.

უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,პირველები'' (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სემინარსა და კონფერენციაში.