GAU-ს კურსდამთავრებულები

JTI Caucasus LLC

GAU-ში სწავლის პერიოდში გამუდმებით მსურდა აქ შეძენილი ცოდნისა და უნარების რეალიზება. ამის შესაძლებლობა მომეცა მესამე კურსზე, როდესაც სტაჟირება დავიწყე სადაზღვევო კომპანია შპს „პსპ დაზღვევა''-ში, სადაც მალევე დამაწინაურეს და გავხდი ამ კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის სრულფასოვანი წევრი ავტო-დაზღვევის მიმართულებით...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

ზაზა რუხაძე

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი,
სრული პროფესორი

ვიცე-პრეზიდენტი

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია, ის იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რეგიონების განვითარების დირექტორი. მუშაობდა სახელმწიფო მმართველობის სისტემაში სხადასხვა თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პრეზიდენტის ჯგუფის ხელმძღვანელი, 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდის გამგეობის წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის განათლების საბჭოს წევრი. პროფესორ ზაზა რუხაძის საქმიანი გამოცდილება ასევე მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა მაგალითად: სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარების სამთავრობო კომისიის წევრობა; პროფესიული სტანდარტების დადგენის კომისიის წევრობა; მმართველობის რეფორმის კომისიის წევრობა; მონაწილეობა სხვადასხავა სამთავრობო პროექტებში. სამგზის აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს წევრი. აკრედიტაციის ექსპერტი.
 
საჯარო გამოცდილების თვალსაზრისით ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს'' კომისიის წევრი (OSGF) იყო; ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ექსპერტი; 2002 - ექსპერტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლები. სასწავლო სამეცნიერო საქმიანობის სამეცნიერო გრანტების თვალსაზრისით 1996 - საკონსტიტუციო სამართალი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი); 2000 - შედარებითი საკონსტიტუციო სამართალი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი); 2001 - პრაქტიკული სამართლის მენეჯმენტი, საერთაშორისო სემინარი; 2002 - იურიდიული კლინიკა, ABA-ს სემინარი, სომხეთი; ABA და GTZ  საქართველოში იურიდიული განათლების პროცესის განვითარების კვლევითი გრანტი.
 
სარედაქციო საქმიანობა: ჟურნალი ,,კოდიკო”-ს გამომცემელი და რედაქტორი; ჟურნალი ,,ალმანახი” სარედაქციო ჯგუფის წევრი; ჟურნალი „თემიდა'' რედკოლეგიის წევრი; ჟურნალი „ადვოკატი'' -ს სარედაქციო კოლეგიის წევრი.
 
მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები: იურიდიული კლინიკის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის, 2012; დემოკრატია და მოქალაქეობა, სახელმძღვანელო (ITEP), 2011; საკონსტიტუციო სისტემები და კონსტიტუციური პროცესები საქართველოში, თბილისი, 2009; ხელისუფლების ორგანიზაციის დემოკრატიზაცია (მონოგრაფია), თბილისი, 2003; საკონსტიტუციო სამართალი (სახელმძღვანელო), თბილისი, 2005; საქართველოს კონსტიტუციური კანონის სახელმძღვანელო, თბილისი, 1999;
 
სამეცნიერო სტატიები: კონსტიტუციონალიზმის ტრადიცია საქართველოში. ჟურნალი ,,კოდიკო" 1997 N3; დემოკრატიული ბაზების ფუნქციონირების ძალა. ჟურნალი ,,კოდიკო" 1997. N4; საქართველოს კონსტიტუციონალიზმის საფუძვლები. ჟურნალი ,,კოდიკო" 1997. N6; ეროვნული სუვერენიტეტის გლობალიზაციის და ტრანსფორმაციის მსოფლიო დინამიკა. საერთაშორისო სამართლის ჟურნალი.1999. N4; საკონსტიტუციო სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში, პერსპექტივები და განვითარებები. საერთაშორისო სამართლის ჟურნალი 2000. N3;
 
რედაქტორობა და რეცენზენტობა: სამართლის თეორია, სამეცნიერო რედაქტორი, 2008; ფედერალიზმის პერსპექტივები საქართველოში, კრიტიკული ანალიზი, რეცენზენტი, 2012; საგადასახადო სამართალი, გადამხდელის უფლებების დაცვის მექანიზმები, სამეცნიერო რედაქტორი, 2013; 
 
ჰობი: ლიტერატურა