GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 2011 წელს დავამთავრე Quant-ის (Quantitative Financial Analyst) მიმართულებით. 2014 წელს GAU-შივე დავამთავრე მაგისტრატურა ფინანსების განხრით, რადგან ამ უნივერსიტეტში ყველაფერია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე წარმატებულ ფინანსისტად...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, არის არქიტექტორი, Autodesk-ის და Graphisoft-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული პედაგოგი...

დავით ჯანყარაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: მშენებლობა

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში.

დავით ჯანყარაშვილს აქვს მუშაობის გამოცდილება საპროექტო ინსტიტუტში ,,კავგიპროტრანსი” ჯერ ინჟინერის, შემდეგ კი უფროსი ინჟინერის თანამდებობებზე, ა. რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად, არის შპს ,,შენობა-ნაგებობათა კვლევის და ექსპერტიზა'' - ექსპერტი.

დავით ჯანყარაშვილი ასევე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე.