GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართუ ჯგუფი

GAU-ს ინგლისურენოვანი განათლების დამსახურებაა, რომ მე-3 კურსიდან მთარგმნელად დავიწყე მუშაობა "ბრავო რექორდს"- ში. რამოდენიმე თვეში კი სტაჟირება გავიარე "ქართუ ჯგუფში", კერძოდ ასოციაცია "ატუ”-ში, სადაც დღესდღეობით შტატიან ბუღალტრად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

მაია დიასამიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 2001 წლიდან. ასწავლიდა ინგლისურ ენას დიპლომატიურ აკადემიაში (2001-2010წ.) შავი ზღვის უნივერსიტეტში (2007წ.) ენების დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (2001-2010წ). 2005 წელს გაიარა ტრენინგი ,,თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები“...

ელისო ყვავაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მიმართულება: პალეობიოლოგია

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი. 1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი. 1971-1974 საწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში გეოგრაფიული ფაკულტეტის ასპირანტურაში. სადაც1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კოლხეთის დაბლობის პალეოგეოგრაფია ჰოლოცენურ დროში'' და მას მიენიჭა პალეოგეორაფიული მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.1990 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „აქტუოპალინოლოგიის ასპექტები მთის რეგიონების პალეოგეოგრაფიის და სტრატიგრაფიის შესწავლისას'' რის შედეგადაც მიენიჭა გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორის ხარისხი.
 
1976 წლიდან დღემდე მუშაობს პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დღეს გაერთიანებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან. ამჟამად იგი საქართვლოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ მუშაკია. 2000 წელს ელისო ყვავაძე მუშაობდა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის კრაკოვის ბოტანიკის ინსტიტუტის პალეობოტანიკის განყოფილებაშო რადგან მიიღო მიანოვსკის სახელობის სტიპენდია. 1994-1995 მიიღო სოროსის გრანტი: Grant MXJ000 and MXJ2000 of International Science Foundation (ISF);1994-1996 მიიღო INTAS grant (No300).
 
1996-2010 წლებში მუშაობდა საერთაშორისო პროექტში: ,,თანამედროვე ადამიანის მიგრაციის გზები'' (''The way of migtarions of modern Human, International Project (USA, Israil, Georgia,coordinator O. Bar-Yzef, Harvard University). 1996 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო მტვრის მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი საქართველოში და მისი აქტიური მონაწილე. ელისოს არაერთგზის აქვს მიღებული რუსთაველის ფონდის გრანტები. 2011-2013 წლებში ფოლკსვაგენის ფონდის (Volkswagen Foundation) პროექტის კოორდინატორია. ამჟამად ელისო ყვავაძე მონაწილეობს აგრეთვე საფრანგეთის სამეცნიერო ფონდი LIA-ას, მელბურნის უნივერსიტეტის (ავსტრალია) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივ პროექტში.
 
ელისო ყვავაძე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატია. გამოქვეყნებული აქვს 270-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მათ შორის ორი ჟურნალ Science-ში. ელისო ყვავაძე აგრეთვე 6 მონოგრაფიის ავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამოდენიმე სადოქტორო დისერტანტი. 1994-1996 წლებში იგი იყო თბილისი ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტის პროფესორი.
 
მისი კვლევის ინტერესში შედის როგორც პალეობიოლოგიური, აგრეთვე პალეოეკოლოგიური, პალინოლოგიური, გეოლოგიური, კლიმატის ცვალებადობა მეოთხეულ პერიოდში, ადამინის გავლენა ბუნებაზე წარსულში, მეოთხეული პერიოდის გარემო პირობების აღდგენა, შავი ზღვის დონის ფლიქტუაციები და სხვა უამრავი საკითხები. ელისო ყვავაძეს მონაწილეობა მიუღია 8 საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე, 5 სიმპოზიუმში, 9 ვორკშოპში და 24 სამეცნიერო კონფერენციაში. სამჯერ იყო საერთაშორისო კონფერენციის სექციის წამყვანი.