GAU-ს კურსდამთავრებულები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი

"2011 წელს გავიარე სტაჟირება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში, სადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2012 წლის ზაფხულში სტრასბურგში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი "International and Comparative Law on Human Rights"..."

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

ირმა ღარიბაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: მშენებლობა

ირმა ღარიბაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-პედაგოგის კვალიფიკაცია, შემდეგ კი იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფასიათა ფაკულტეტი და მიენიჭა ინგლისური ენის სამეცნიერო ტექნიკური ლიტერატურის მთარგმნელის საზოგადოებრივი პროფესია. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ისტორიული ძეგლების დაცვა ატმოსფერული ზემოქმედებისაგან ჰიდროფობიზაციის მეთოდით'' და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 2007 წელს კი მიენიჭა აკადემიური დოქტორის წოდება.
 
ირმა იყო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდოლოგიების საკითხებში თრეინერი, ტასის ტემპუსის პროექტის ,,ტუნინგის მიდგომები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში'' ჯგუფის წევრი; USAID-ის პროექტის ,,პროფესიული უმაღლესი განათლება შიდა ქართლის ეკონომიკური განვითარებისთვის'' თანამშრომელი. ირმა არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის გამგეობის წევრი, სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, აკრედიტაციის ექსპერტი საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში.
 
ირმა ღარიბაშვილი მონაწილეობდა სტუ-სა და საერთაშორისო სათემო კოლეჯების განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრეინინგში Teacher Training Program, სტუ-სა და სელკირკის სათემო კოლეჯის (კანადა) მიერ ჩატარებულ თრეინინგში Teacher Training Program in Assessment, სტუ-ს პროფესიული განვითარების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრისა და აიოვას შტატის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ თრეინინგში Teacher Training Program II in Assessment and Program Accreditation, სტუ-ს პროფესიული განვითარების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრისა და საერთაშორისო სათემო კოლეჯების განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებულ თრეინინგში Teacher’s Trainer Program in Modern Teaching Methodologies.
 
ირმა არის 26 სამეცნიერო სტატიისა და ერთი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. მის სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება მშენებლობაში, იგი აგრეთვე კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
 
ინტერესები და საქმიანობა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების განათლების სისტემისა და სწავლების მეთოდიკის გაცნობა, სხვადასხვა ქვეყნების კულტურა და ეკონომიკა, კულტურის ძეგლები, პოეზია, მუსიკა.