GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

გია ტარიელაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 2009 წლის მარტიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (იურიდიული დეპარტამენტი - უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

ქეთი ბიბილაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: მულტიმედიური დიზაინი

ქეთი ბიბილაშვილი სწავლობდა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის მიმართულებით, მოსკოვის დეკორატიულ-გამოყენებით ლიცეუმი ფერწერისა და ქსოვილების მიმართულებით და ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის (მოდელირება და ანიმაცია) მიმართულებით.

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში.

ქეთის აქვს მუშაობის გამოცდილება მთელ რიგ კომპანიებსა და ორგანიზაციებში: ტელეკომაპნია I სტერეო - კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტი, თანამედროვე ხელოვნებისა და შოუბიზნესის აკადემია, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  მედიახელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, საკონსულტაციო-სარეკლამო სააგენტო INDEX- ვიზუალური კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სარელამო კომპანია TV+ - წამყვანი დიზანერი, ქართულ-ევროპული სასწავლო უნივერსიტეტის მედიახელოვნების პროგრამის ხელმძღვანელი, "მულტიმედია სერვისი" - დიზაინერი, სარეკლამო სტუდია 7Z - კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტი.

ქეთის წლების მანძილზე დამუშავებული აქვს რამოდენიმე მიმართულება დიზაინის სფეროსა და სარეკლამო პროექტიებაში, მის მიერ შესრულებული რეკლამა გვხდება ქალაქის ქუჩებსა და დაწესებულებებში.